მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

Sportall.Ge

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

altკიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 54 /
ისე ნეტა ქეცბა ერთ ტაიმს ვერ გაქაჩავს ესპანეთთან, მაგის ჟინი და და თავდადება კიდევ უფრო დამუხტავდა ჩვენს ბიჭებს, რა სამწუხაროა,რომ ასეთ ჯიგრიან ქართველს არ მიეცა ამხელა ფორუმზე საქართველოს სახელით რომ ეასპარეზა.
ზაკო
29 ივნისი 2024 13:19
7
ჟინი არავის არ აკლია,მაგრამ ამ თამაშში ჩვენი ბიჭები,პირველ რიგში,საკუთარ თავს უნდა გაუმკლავდეს,იმიტომ რომ როგორც ფიზიკურად, ისე ემიციურად უკვე დაცლილები არიან , თან ძალიან და მაგიტომ, და თან ცოტაიუმორით და ცოტა გულისწყვეტით ქეცბა პატივისცემით გამოვთქვი ჩემი აზრი და რაღაც სისულელე ნუ მიციტირებ და ნუ მიკომენტარებ არსება, რომელსაც სახელიც არ გაქვს. q-ს
ზაკო
29 ივნისი 2024 15:57
1
და ვინ გითხრა რომ რომელიმეს ჟინი აკლია, მაგრამ შენ ტვინი კი გაკლია და მაგ მოლაიქეებს, რომ წაკითხულის შინაარსი ვერ გამოგაქვს, მაგრამ კაცს სახელიც არ გაქვს და აზრის გამოტანას რატომ გთხოვ? უსახელო არსებას q-ს q-ს.
ზაკო
29 ივნისი 2024 15:35
2
ყველა გამოხმაურება
მიდით ბიჭებო, ესპანეთთანაც მონდომებით ითამაშეთ და წინ ახალ-ახალი გამარჯვებებისაკენ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
SOS!!!
29 ივნისი 2024 13:07
1
ბიჭებო, თუ ვერ მოიგებთ (რაშიაც მე დიდი ეჭვი მეპარება), კარი ისე უნდა გამიჯახუნოთ, ბარსელონაში რომ გაიგონონ მისი ხმა.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივნისი 2024 13:04
2
ძალიან გვიყვარს ქართველებს ქალიშვილები, ამიტომ უფრთხილდით ქართველებს ფურიო როხა ხარ თუ ესპანეთის ნაკრები.
ჟორა
29 ივნისი 2024 13:02
7
Ra dawere,gadaikitxe mainc???
L.J .
29 ივნისი 2024 13:26
1
საქართველო ევროპის ჩემპიონატს მოიგებს. ამათ ისე აიწყვიტეს რომ ვერავინ დაუდგება წინ. ყველას გადავუვლით. წინ საქართველო, სულ გამარჯვება ბიჭებო!!!
საქართველო ევროპის ჩემპიონია!!!
29 ივნისი 2024 12:58
7
ემუქრებიან და შეუსრულებენ კიდეც!
აუცილებლად მოვუგებთ!
29 ივნისი 2024 12:54
1
არ გაჩერდეთ, ბიჭენო! უფრო მეტს იმსახურებთ.
ყველაზე ნიჭიერები ხართ ევროპის ჩემპიონატზე.
რეალობა
29 ივნისი 2024 12:34
3
რაგბის ნაკრები გვყავს , კალათბურთის გვყავს და ახლა ფეხბურთის ნაკრებიც გვყავსს !!!!! ესაა ახალი და ძლიერი საქართველო! ზოგს კი ჰგონია რომ 90 იან წლებში ვცხოვრობთ მაგრამ შედეგები და ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. წინ საქართველო!! ესპანეთსაც გავივლით!
გაბო
29 ივნისი 2024 12:31
5
მართალია ესპანეთს გოლი არ გაუშვია მაგრამ არც ჩვენ დაგვიტოვებია თამაში უგოლოდ და იმედია ჩვენი აჯობებს!..თან 1-0 აქ მოგებული ორი თამაში ბევრი გოლის გატანის თავი არ აქვთ ჩემი აზრით
ჟორა
29 ივნისი 2024 12:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული