ლუის დელა ფუენტე: თავიდან სირთულეები შეგვექმნა - 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:

„ძალიან ბედნიერი ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს და ჩვენი ბოლო შედეგები ამის დასტურია. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ.

ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში - როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. მათ ოთხი გოლი გაუშვეს,
თუმცა შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაეშვათ.

ბიჭები ძალიან გახარებული არიან - ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ. ამ მოგების შედეგად მეოთხედფინალში გერმანიასთან ვითამაშებთ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის მიღწევა - ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია, წარმატებას შრომით მივაღწიეთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.

ახლა ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი ფეხბურთით სიამოვნების მიღებას ჩვენი მრავალი უნარებით განვაგრძობთ. გერმანიასთან ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ".

altვილი სანიოლი: როდრის გოლისას თამაშგარე იყო - იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ესპანეთთან მატჩში?

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა

altესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დაწინაურდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
15-16-32-ს გაიტანდით და არ გაიტანეთ, ხომ? მასე მე მინდოდა 100-0 დამთავრებულიყო, ჩვენს სასარგებლოდ რათქმაუნდა.
პენალტი, თამაშგარე და var-ი ცალკე თემაა.
100%
02 ივლისი 2024 17:35
0
რას დაგვხატავდა ესეთი მწვრთნელი....
აფსუს
01 ივლისი 2024 17:59
5
მწარე რეალობა, მართალის ამბობს და ეხლა გინდათ და ვაგინოთ ყველამ ერთად:) მესამე, რო გაგვიტანეს მერე დაგვითმეს ბურთი თორემ 10% გვქონდა ბურთის ფლობა, ესპანეთი სხვა დონეა დღეს გვაჯობა მოგვიგო და კაცურად უნდა ვაღიაროთ
გოგა
01 ივლისი 2024 16:22
5
საზონოვი რატო არ წაიყვანეს. უსუსური დაცვა. სანიოლის დაუნიზმი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
გაგვეცით პასუხი.
01 ივლისი 2024 15:57
2
რაც შეგეძლოთ, ის გაიტანეთ. ეგრე თეორიულად ჩვენც შეგვეძლო 1:1 შეგვენარჩუნებინა.
კატო
01 ივლისი 2024 15:46
1
რას ერჩით მაგ კაცს? არ თქვა მართალი? ნამდვილად შეეძლოთ მაგდენის გატანა. ჩვენგან განსხვავებით ესპანელებს ნამდვილად არ ჰყავთ პრაქტიკანტი მწვრთნელი. ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ ჯობია. კარზეა მომდგარი ახალი შესარჩევი.
ცუდაა ჩვენი საქმე და ვერ გაგვიგია
01 ივლისი 2024 15:07
7
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, რაც შეეხება 9 ბურთს ასეთ განცხადებებს გვარდიოლა არ აკეთებს ამას თავში როგორ ავარდნია, გოლის მერე ესპანეთი მოიშალა, კიტე იწვა და არ გადააგდეს ბურთი და მაგ ზონიდან გაგვიტანეს თან თამაშგარე, ესპანელებმა კარგად დაისვენეს ჩვენები დამძიმებულები იყვნენ ძალიან ახლოს გვქონდა თამაში. იმედი მაქვს გერმანია გახევს ესპანეთს.
Dato
01 ივლისი 2024 12:46
4
მესმის თქვენი. თუმცა, ხომ არ ჯობია ესპანეთმა მოუგოს გერმანიას, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს, თუ რა ძლიერ გუნდთან წავაგეთ?
ნიკა
01 ივლისი 2024 12:57
5
მაგას საკუთარი პრესისთვის ამბობს, ჩაგდებული პირველი ტაიმის გამო რომ არ გააკრიტიკონ.
Gio
01 ივლისი 2024 12:11
3
ჩვენც შეგვეძლო 19 წუთზე კარგი შეტევის გოლამდე მიყვანა და მიზეზი თქვენ გამოიცანით?...ისევე როგორ თურქეთან გოლის მერე უპირატესობა გავანიავეთ
ჟორა
01 ივლისი 2024 11:34
9
მადლობა ესპანეთს რომ ბოლოსკენ 10 გოლი არ გაგვიტანეს. სოფლის კლუბი ვართ
სიმართლე მწარეა
01 ივლისი 2024 11:02
35
ფეხბურთი აარაა შენი სპორტი. ბადმინტონს მიაწექი- ორი კაცი თამაშობს, ადვილი აღსაქმელია, იქ უფრო ადვილად გაერკვევი...
არტ
01 ივლისი 2024 11:58
5
სოფლის კლუბები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გადიან. ჩვენ კი ვართ მაგარი ნაკრები, მაგრამ გვყავს არაპატრიოტი ჩასაფრებული მოქალაქეები შენი სახით (გულშემატკივარი რომ არ ხარ ეგ ფაქტია). აი ზუსტად თქვენნაირებს გაუტანა მიქამ და ხვიჩამ გოლები და დაგადუმათ. ვერ ინელებთ ნაკრების წარმატებას, მაგრამ არ გაგიმართლა კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრჯერ გაგიფუჭდებათ თქვენნაირებს ხასიათი.
სიმართლე მწარეას
01 ივლისი 2024 11:46
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული