საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:
„ძალიან ბედნიერი ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს და ჩვენი ბოლო შედეგები ამის დასტურია. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ.
ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში - როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. მათ ოთხი გოლი გაუშვეს,
თუმცა შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაეშვათ.
ბიჭები ძალიან გახარებული არიან - ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ. ამ მოგების შედეგად მეოთხედფინალში გერმანიასთან ვითამაშებთ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის მიღწევა - ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია, წარმატებას შრომით მივაღწიეთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.
ახლა ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი ფეხბურთით სიამოვნების მიღებას ჩვენი მრავალი უნარებით განვაგრძობთ. გერმანიასთან ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ".

ვილი სანიოლი: როდრის გოლისას თამაშგარე იყო - იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ
როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ესპანეთთან მატჩში?
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა
პენალტი, თამაშგარე და var-ი ცალკე თემაა.