საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

Sportall.Ge

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები "მიხეილ მესხის სტადიონიდან" ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება, სახელწოდებით - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი

altსაქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნამდვილად იმსახურებენ!
გიორგი
17:30 02-07-2024
1
Shemdegi gacherebs msoflio chempionati
Lasha
17:09 02-07-2024
0

სიახლეები პოპულარული