
ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.
ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები "მიხეილ მესხის სტადიონიდან" ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება, სახელწოდებით - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.
ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
საქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება