საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: "მადლობა", "საქართველო".

ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

Sportall.Ge

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები "მიხეილ მესხის სტადიონიდან" ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება, სახელწოდებით - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი

altსაქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

მკითხველის კომენტარები / 22 /
აუცილებელია ბავშვებში ფიზიკური ათლეტიზმს ყურადღება მიექციოს
1
ამდენი ხალხი დახვდა და რა ჩასვეს აბტობუსში და მოაცილეს იქაურობას,მადლობა ფედერაციას და კიდევ იმას ვინც ორგანიზება გაუკეთა,თქვე დალოცვილებო ერთი წუთით მაინც გენახვებინათ ხალხისთვის ზოგმა ღამე გაათენა მაგ წუთისთვის შეჭამდა ხალხი?ყველაფერში ხიხოები როგორა ხართ!
ხასანა ძია
11:32 02-07-2024
15

სიახლეები პოპულარული