ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.

ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 17 /
მსოფლიო მოიგეს სამარცხვინოა
dddd
14:17 03-07-2024
5
მე მაინტერესებს საქართველოს ჩემპიონი ბათუმის დინამო როგორ ემზადება ჩემპიონთა ლიგისთვის??.. ვარჯიშობენ საერთოდ??..დღე და თუნდა გაასწოროს ბურთს და მოედანთან ურთიერთობადი თუ შედეგი გინდა,თუ საქმის და ბავშვის კეთდების თავი არ გვაქ ბრაზილიელები ჩამოვიყვანოთ ტირასპოლის შერიფივით?????????
ივარჯიშეთ !!!!
14:12 03-07-2024
0

სიახლეები პოპულარული