ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.

ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 17 /
მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს.
მაგრამ მსვლელობა მერვედფინალში 1-4 წაგების მერე, ცოტა გადამეტებულია ჩემი აზრით
მეგრელი
03 ივლისი 2024 00:21
12
როცა კიტე თამაშობს საქართველო მინიმუმ არ აგებს,გამოჩნდა როგორ გაგვიჭირდა მის გარეშე!!!ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია!!
ირაკლი
03 ივლისი 2024 00:04
1
რა საჭირო იყო ამდენი აჟიოტაჟი, მსვლელობები თითქოს ევროპა მოვიგეთ. ყველაფერი გადამეტებული ვიცით და გამაღიზიანებელია.
კოკო ჯამბო
02 ივლისი 2024 23:58
11
ხალხს სირცხვილი. კიტე რომ არ იციან.
კიტეიშვილი არის ნაკრების სიმდიდრე.
შენგელიაც უნდა იცოდნენ. ტრავმა მიიღო სასწაული თავდადებისათვის საქართველო რომ გაეყვანა ევროზე.
წიტაც არ იციან.
მოკლედ, ნამდვილ გულშემატკივრებს გაუმარჯოს.
-
02 ივლისი 2024 23:09
0
კვეკვესკირი ლუკმა პურის გარეშე დატოვებს კომენტატორებს.
პროფესიონალია. ბრავო.
-
02 ივლისი 2024 23:06
1
კიტე ნაკრების თილისმაა!!
გიორგი
02 ივლისი 2024 22:52
0
ქოჩორაშვილს მარტო ყვითელი მაისური აკლია.
კაკაბაძე არ ჩანს მარტო. არადა ჩვენი გუნდის ერთ ერთი გმირია.
უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო მის მიმართ.
მთელ გუნდს მადლობა !
-
02 ივლისი 2024 22:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული