საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების, სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ

მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერ მოასწრეს გუშინ ტაშისმკვრელების მარშყტკებით მობილიზება და მიიღეს რაც მიიღეს და ფედერაციის 30 ზე მეტმა თამამშრომელმა იმისთვის მიიღეს რომ მთელი დღე აქ კომემნტარებს წერენ??)) და იმანაც კი ხვიჩას ყვითელი რომ უნდა ცოდნოდა იმანაც რომ მიიღო და ეს გაგიტყდება ეს ბოღმაა ვითომ? რავიცი ან სხვა ხარისხის ორდენები მაინც მიეცათ)) ბიჭებმა ვინც დაგლიჯეს და კლავიატურის ლომებსაც ერთნაირი ჯილდო?)))
Martali
16:56 03-07-2024
2
არ შეიძლება, რომ კანონში ცვლილება შევიდეს, რომ სალომეს აეკრძალოს ორდენების დარიგება?
მორიელი
12:10 03-07-2024
5

სიახლეები პოპულარული