საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების, სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ

მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩას ყვითელის ცოდნა ვისაც ევალებოდა და ვინვ კინაღამ ამდენ ხალხს სიხარული წაართვა მასაც და ბუდუსაც?)))) ეს სამართლიანია? და პრეზიდენტი უარზე იყოო და ფეხბურთელებზე მეტი ფედერაციის თანამშრომლებს მიცეს ორდენები და ეს უნამუსობა არაა?))
მართალი
01:29 03-07-2024
26
ცოტას აჭარბებთ, მაგრამ არაუშავს, პარლამენტის ქონგურების ნგრევას და კოქტეილების წვიმას სპეცრაზმის თავზე სჯობს! ისე, პროგრესი სახეზეა, ეს მიშას ქონდა რეგრესი! ო, ო, რა ნერწყვებს ყლაპავს სააქულაშვილი, რომ ამ სპექტაკლის რეჟისორობა, დრამატურგობა, წამყვანობა, სუფლიორობა და ზოგადადად მთავარი როლი მაგას არ ერგო?!
ალექს
07:38 03-07-2024
2

სიახლეები პოპულარული