"ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში ახლად აღზევებულ "სენტ ეტიენში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და "სენტ ეტიენი" "ბორდოს" დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მწვანეებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, ზურიკო "ბორდოს" 2022 წლის ზაფხულში, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 23 წლის შემტევმა "ჟირონდელთა" მაისურით 71 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

ცნობისთვის, "სენტ ეტიენი" ლიგა 1-ში სულ ახლახან აღზევდა, "მწვანეებმა" ჩემპიონატის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" ორმატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დაამარცხა.

12
ზურიკელა
იასონას უდარი
შეიძლება დღეს აღარ არის ესე,მარა სენტეტიენი ისტორიული კლუბია და კარგი მიღწევა არის,ათგზის ჩემპიონია ბოლობოლო. წარმატებები ზური,პსჟ რო შეუგდებ,მე მომიძღვენი
ვანჩოპე
და ავლიპ ზურაბიშვილმა რაო, გამოხვალო?
დევი
მეტი უკეთესი შანსი მე არ ვიცი 23 წლის ლიგა 1 ში ა ბურთი და ა მოედანი დანარჩენი შენზეა ზური .
gel-100
რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვინდა ტოპ-5 ლიგის გუნდებში მოთამაშე და ჩვენს ნაკრებს გრანდებთანაც შეეძლება ჭიდაობა,,არ გამოდის ამ ჟეტისუ, ქაირათი, სლოვანი, ალ-ოხდუდის ფეხბურთელებით ინტერის, მილანის, მანჩესტერის, დორტმუნდის და ესეთი გუნდების დამარცხება,,მინიმუმ 11-ფეხბურთელი მაინც გვინდა ტოპ-5 ლიგაში და მერე კონკურენციას გაუწევთ დიდ გუნდებსაც,,ფაქტია გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელის მომზადებისთვის ტოპ გუნდში თამაშს და რაც შეილება მეტი ჩვენიანი გვინდა ტოპ გუნდებში
მდააა
ისწავლა მაგანაც რაღაც. რაც ხვიჩაზე შეცდომები დაუშვა, დებილი ხომ არაა, საკუთარ გამოცდილებაზე მაინც რომ ვერ ისწავლოს? ისე, მარტო მაგის დამუშავებული თუა დავითაშვილის ეს კონტრაქტი, კი დასჭირდება გადახედვა ტექსტს. :)
ლაშა
მამამისს ჰქვია სულიკო და მას ზურიკო, რითმა მეგობარო…
გიო
თუ არ ვცდები დავითაშვილს ჰქვია ზურაბი, და არა ზურიკო! არც იმ ასაკშია იგი, როცა დედის რძეს მიირთმევდა და ძილის წინ “ იავნანას” უმღეროდა დედამისი…
555
წარმატებები!
სოსო
მეცთან შეხვედრებში,დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა.თუ საგრძნობლად არ გააძლიერეს,სავარაუდოდ,მასაც დასარჩენად მოუწევს ბრძოლა.ზურიკოსთვის,ლიგა 1-ის საშუალო კლუბში გადასვლის იმედი მქონდა,თუმცა ესეც ლიგა 1-ა და არც ზურიკოში გადაუხდიათ იმხელა ფული,რომ თავს თუ კარგად წარმოაჩენს,სხვა,უფრო ძლიერმა კლუბებმა ვერ გამოისყიდონ.ზურიკო უკვე გაშინაურებულია საფრანგეთში და მხოლოდ ახალ კლუბთან დასჭირდება შეგუება.იმედია სწრაფად შეეგუება და სკამზე ჯდომა არ მოუწევს.ზურიკოს ცოტა უგვიანდება ხოლმე,ახალ კლუბში გახსნა და თავდაჯერებულობის შეგრძნება,თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,ეს პრობლემა,წესით აღარ უნდა ჰქონდეს.პირიქით,ახალ კლუბში,ერთერთი ლიდერის სტატუსი ექნება,თავიდანვე.რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ.
ნუგზარი
ვულოცავ ზურიკოს!!!!! წარმატებები მაგარ კაცს!!!!!
ნუგზარი
ახსენეთ სადმე, მამუკა ჯუღელი რომაა ზურიკოს აგენტი!!!!!
T.q
წაემატებები ზუკა მშვენიერი ამბავია გილოცავთ ერთ სეზონში ან მაქსიმუმ 2 სეზონში კიდევ უკეთეს კლუბში გრანდშიც მოხვდება ეს ბიჭი თუ სწორად წაემართავს თავის თავს. და სტატუსტიკაც შთამბეჭდავი ქონია მე არ დამითვლია მისი სტატისტიკა და ბრავი მეორე ლიგის გუნდისთვის და სადებიუტო სეზონის ჩათვლით უბრალოდ საოცარი სტატისტიკაა!
გაბო
სენტ ეტიენი არის სტატუსით ფრანგული ფეხბურთის გრანდი.
იბრაჰიმ ბა
ბოლო სამი ათეული წელია,რაც პსჟ,მარსელი,ლიონი და მონაკოა ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ავანგარდში,ადრე სწორედ__სენტ-ეტიენი იყო ფლაგმანი.იმედია საკვანძო ფეხბურთელი გახდება ამ კლუბში,წარმატებები!
Levani
სენტ ეტიენის ფლეი-ოფებს ვუყურე მეცთან და დავითაშვილი ძირითადში ადვილად უნდა მოხვდეს,თან პლატინის გუნდია სენტ-ეტიენი და ალბათ პატრონიც ეყოლება
რერო
ყოჩაღ,ვულოცავ ზურაბს! მადლობა იმას ასევე ვინც მას კეთილ საქმეში დაეხმარა. კიდევ ერთი საგულშემატკივრო დაგვემატა ტოპ ლიგებში! პირველი სეზონში გაუჭირდებათ კლუბსაც და ზუკასაც,იმედია ადგილს შეინარჩუნებენ!
kesha
ვავა მალადეც მაგარია ძაან, წარმატებები ზურიკოს
სოსო
მოედნის ხედვა და პასის კულტურა უნდა გაუმჯობესოს.
ჯეჯე
მაგარია. სულ მწვანეზე გევლოს მეტოქეების საფეხბურთო კარისკენ. :)
ქობულეთიდან
ძალიან მაგარი სიახლეა.სენტ ეტიენი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბია საფრანგეთში. კიდევ ერთი ფეხბურთელი დაგვემატა ტოპ ლიგაში, მშვენიერია. წარმატებები ზურიკოს.
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
[VIDEO] დავითაშვილმა "სტრასბურგს" მაგარი გოლი გაუტანა
დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
"ბორდო" მესამე დივიზიონში დააქვეითეს - ზურიკომ "სენტ-ეტიენში" პირველად ივარჯიშა
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
თურქული მედია დავითაშვილის "ბეშიქთაშში" შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
[VIDEO] დავითაშვილმა "მონაკოს" ულამაზესი გოლი გაუტანა