ქართველების გარეშე - უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც ვერ მოხვდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

მამარდაშვილმა მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია, ხოლო მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ქართველი მეკარე WhoScored-მა, Opta-მ და სხვა გამოცემებმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, თუმცა უეფამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.

მეკარე: მაიკ მენიანი (საფრანგეთი)

მცველები: კაილ უოკერი (ინგლისი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი)

ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: ჯამალ მუსიალა (გერმანია), ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო
უილიამსი (ესპანეთი)

მკითხველის კომენტარები / 22 /
გავარტყი უეფას ე.წ. "ექსპერტთა ჯგუფს" (კარაგერი, სოლშერი და ა.შ.)
fani
19 ივლისი 2024 11:30
0
37 ve rom aego zor qartvels mainc ar moeconeboda..umaduri xalxi
Lasha
18 ივლისი 2024 21:57
0
ჩემი აზრით თურქი დემირალი აუცილებლად იმსახურებს დამცველთა სიაში მოხვედრას. ავსრიასთან 9.6 შეფასებით. თამაშის დროს 10ბალი ჰქონდა დიდი ხანი. ტყუილად "დაადიკვალიფიცირეს"
დავით 67
18 ივლისი 2024 03:28
0
37 ჯერ დაურტყეს კარში 29 აიღო 8 გაუშვა და თქვენ ამბობთ წარმატებული იყო ნაკრებისთვის?დაასახელეთ ნაკრები 4 თამაშში 37 ჯერ რომ დაურტყეს არაფერს ვამბობ აცილებულ და ბლოკირებულ დარტყმებზე, ჩვენ პრესას რომ დაუჯეროთ თურმე გავაოცეთ ევროპა თუ ესეა რატომ არ არის მოხსენიებული თუნდაც ერთი ფეხბურთელი კანდიდატად საინტერესოა სომხებისგან ხომ არ გადაგვედო რამე მაინც მეზობლები არიან
მურთაზა
17 ივლისი 2024 14:28
14
Რატომ ბრაზობთ?ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა მამარდამ პროცენტულად.8 გოლი ოთხ თამაშში.საშუალოდ ორი ბურთი თამაშში..კი ისეთი სეივები აკეთა,მენიოს არც დასიზმრებია ამ ევროზე.მაგრამ მენიოს ოთხი მშრალი მატჩი ქონდა.სუფთა სტატისტიკაა.თორემ მენიოს მამარდამ ჯობდა ამ ევროზე და კიდე სხვებიც,მაგალითად კოშტა, ვერბრუგენი, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკაა და მხოლოდ ოთხი თამაშის ჩამტარებელ მეკარეს არ შეიყვანდნენ სიმბოლურში.ისე კი სიმბოლურში 11-ვე ესპანელი რომ დაეყენებინა ვერც ვერავინ მოედავებოდა.
Master
17 ივლისი 2024 09:46
2
გარკვეულწილად მართალი ხარ, თუმცა 1996 წელს ევროპის ჩემპიონატზე იტალია ჯგუფში ჩარჩა. სამ თამაშში ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება ჰქონდათ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პაოლო მალდინი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკლებში შეეყვანათ.
ირაკლი
17 ივლისი 2024 12:44
0
მაგაშია საქმე, რომ სტატისტიკა სტატისტიკაა და არა საუკეთესოობის მაჩვენებელი. ეგრე ლორიასთვის 1 გოლიც არ გაუტანიათ - ჩაესვათ ;)
ვვვ
17 ივლისი 2024 11:34
1
29+8.ე.ი.37-ჯერ დაურტყეს კარში.იმ მენუოს თუ მენიუს რამდენჯერ დაურტყეს, იცის ვინმემ? ცოტას დაურტყავენ,ცოტას გაიტანენ, ბევრს დაურტყავენ, ბევრს გაუტანენ,ეს არ უნდა გაითვალისწინონ?
ლევანი
16 ივლისი 2024 23:45
3
შინ ევროპაში ეგრეა ძმაო. . .მიქაუტაძეს 10 გოლი რომ გაეტანა წესებს შეცვლიდნენ
ნაპოლეონი
18 ივლისი 2024 00:35
0
სიმბოლურებში საუკეთესო ნაკრებებიდან ირჩევენ. 29 მოიგერია იმიტომ, რომ გუნდი ვერაფერს აკეთებდა და მთელი დატვირთვა მეკარეზე მოდიოდა.
დათო
16 ივლისი 2024 23:34
22
კაილ უოკერის გამო წააგო ინგლისმა ფინალი და სიმბოლური ცოტა გაუგებარია! კარვახალი ბევრად კარგი იყო მაიკ მენიანმა კარგი იყო, მაგრამ აქ უბრალოდ არითმეტიკაა, 29 ჯერ რომ დაერტყათ არავინ იცის ფრანგი რას იზამდა
სიმართლე
16 ივლისი 2024 23:07
1
მენაიან!
vaaa
17 ივლისი 2024 00:06
1
მენიო იმიტომ მოხვდა სიმბოლურში, რომ მისი გუნდი გავიდა ნახევარფინალში, 6 თამაშიდან 4 კარი შეინახა მშრალად, ხოლო სულ გაუშვა 3 ბურთი, როცა ჩვენმა მამარდამ 4 თამაშში მხოლოდ ერთი მშრალი მატჩი და 8 გაშვებული ბურთი. 29 მოგერიწბა კარგია, მაგრამ მაჩვენებელი ის სჯობს.
DAVE
16 ივლისი 2024 22:21
6
ყველამ იცის, რომ მამარდაა N პირველი, ეს უეფა და ფიფა როგორც წესი ფინალისტებიდან ან ნახევარფინალისტებიდან ირჩევენ ხოლმე სიმბოლურ ნაკრებს და..!
ბუფონი
16 ივლისი 2024 22:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული