შვებულებიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიც გამოიჩინა.

პირველი ლიგის "უიკომბთან" გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრაში "უოტფორდი" 2:3 დამარცხდა, თუმცა ჩაკვეტაძემ ანგარიში დრიბლინგის შედეგად ეფექტური გოლით გახსნა და საერთოდაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ევრო 2024-ის შემდეგ გუნდში გვიან გამოცხადებისა, ქართველი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რაც ძალიან ახარებს; ფეხბურთელია, რომელიც მოსწონს, ვინაიდან ჭკვიანია, ბურთს შესანიშნავად ფლობს, პოზიციას არჩევს; მისი ამოცანაა, გიორგიმ უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთოს და გოლები გაიტანოს; ცენტრალური ფიგურაა, რამეთუ შეტევა ძირითადად მისი წინამძღოლობით მიმდინარეობს და საკმაოდ მონდომებულია.

"უოტფორდი" 3 აგვისტოს საკუთარ მოედანზე სპარინგს "ბრენტფორდთან" გამართავს, 10 აგვისტოს კი, ჩემპიონშიფის პირველ ტურში, სტუმრად "მილუოლს" დაუპირისპირდება.

ზოჰანი
კვარას დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს ბიჭი უფრო ნიჭიერია ჩემთვის და უფრო მხიბლავს მისი ელეგანტური თამაშის ყურება
geo
სამწუხაროდ დაბალი დონის გუნდში თამაშობს,
გულშემატკივარი
დიდი ნიჭის პატრონია ჩაკვე და რომ არა დიდი ტრამვა, რომელიც მან მიიღო, ახლა ტოპ ფეხბურთელებს შორის იქნებოდა. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კვლავ შეუძლია დიდი სიხარული მიანიჭოს თავის გულშემატკივრებს. წარმატებები გიოს!
გულშემატკივარი
დიდი ნიჭის პატრონია ჩაკვე და რომ არა დიდი ტრამვა, რომელიც მან მიიღო, ახლა ტოპ ფეხბურთელებს შორის იქნებოდა. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კვლავ შეუძლია დიდი სიხარული მიანიჭოს თავის გულშემატკივრებს. წარმატებები გიოს!
ავჭალიდან
კარგი გოლი ატკიცია.
კახა
სულ ის მომენტი მახსენდება ჩეხეთთან ბოლო წამებზე, ალბათ თვითონ უკეთესად დაასრულებდა იმ შეტევას, თუმცა პასიც მშვენიერი მისცა.
Irakli
ქინქლაძის გოლები გამახსენდა, ყოჩაღ გიო, წარმატებები!
suxumchanin
ბევრი დრო გავიდა მაგრამ იმედია დაბრუნდება ჩვენ რომ გვახსოვს ისეთი გიო
სოსო
მთელი გაზაფხული ველოდი,რომ გიორგი გოლების გატანას დაიწყებს.მთელი ევროპის ჩემპიონატიც მაგის იმედი მქონდა,რომ თვითონაც გაიხედავს კარისაკენ და გოლს გაიტანს.იქ არა,მაგრამ ახლა გაიტანა!მის მოძრაობას შეხედეთ,ბურთი მიჰქონდა და აშკარად დასარტყმელად იყო დამიზნებული!ეს უფრო მეტად მახარებს,ვიდრე თვითონ გოლი.მგონი ის დრო გვიბრუნდება,თვითონ რომ იწყებდა კომბინაციას,ან დრიბლინგს და თვითონვე ამთავრებდა,გოლით.ღმერთმა ქნას,დამთავრდეს ჩვენი მოლოდინი და ძველებურად კისკასი გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილოთ მოედანზე.მგონი დგება,ის დრო!
gel-100
კაია გიო მიდი უფრო მეტად მოინდომე უფრო მეტად ივარჯიშე რო ბოლომდე აინაზღაურო ის დაკარგული წლები რაც ტრამვამ წაგართვა,,შენ ხარ ქართველი ხალხის პირველი სიხარული, შენიდან დაიწყო იმ ნიჭიერი ბიჭების გამოჩენა დიდ სცენაზე რომლებიც დღეს წამყვან ადგილებზე არიან თავიანთ კლუბებში,,დრო იყო ჟენისის, ანჟის, ქაირათის და მსგავსი დონის გუნდებში თამაშობდნენ ნაკრების ფეხბურთელები, დღეს კი ყველა ვხედავთ რამდენი ქართველი აკაკუნებს ტოპ-5 კარზე,,მაგრად მეიმედება რომ 3-4 წელიწადში იმდენი ნიჭიერი ბიჭი გამოჩნდება რო ნაკრებში ადგილი აღარ იქნება ტოპ-5 გარეთ მოთამაშე გუნდის ფეხბურთელებისთვის, აბა თქვენ იცით წარმატებები ყველა ქართველს ყველგან და ყოველთვის
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
არდადაგებზე ბევრი იშრომა და კლუბში კარგ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდა, რაც ქართველი ლეგიონერებისათვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს! წარმატებას ვუსურვებ ყველაზე ინტელექტუალ ქართველ ლეგიონერს!
alexandre
ეს ერთი და სხვა მრავალი. წარმატებებს გისურვებ, გიორგი! გახსოვდეს, მთელ საქართველოს უყვარხარ. გაიხარე და გაგვახარე!
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ლეიკერსის" საჩუქარი ხვიჩას - პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
აკი ნაირ-ნაირებიო - ტიკნიზიანი საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდაში" გადაბარგდა
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
ჩაკვეტაძე "უოტფორდში" ვადამდე დაბრუნდა - გადავა პრემიერლიგის გუნდში?
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა კარიერა დაასრულა
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
"ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე "ნორვიჩთან"?" - კლევერლიმ კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
"ჩაკვეტაძე დიდებული და აღმაფრთოვანებელია! თუ ამას გააკეთებს, პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება" - "უოტფორდის" მწვრთნელი ქართველზე
"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
კლევერლი: ეს ჩაკვეტაძეს სხვა დონეზე გადაიყვანს და ზღვარი არ ექნება
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "ოქსფორდთან" დამარცხდა
"ჩაკვეტაძის ყურება მსიამოვნებს, გეტყვით, რატომ მეგონა, რომ კარში დაარტყამდა" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველის შესახებ ისაუბრა