საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, - იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.

"ჯვაროსნები" ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ, ტკტ.გე ჩართულია გადამყიდველობის "ბიზნესში". რიგში ვიყავი 7741-ე, მომიწია რიგმა, მაგრამ ბილეთები აღარ იყო. თუ ერთ მყიდველზე მხოლოდ ორი ბილეთი იყიდებოდა, 25000 სტადიონზე 16000 ბილეთიც კი არ გაიყიდა საიტის მეშვეობით? იქნებ ფედერაციამ გ იპასუხოს, რამდენი ბილეთი მიცეს საიტს სარეალიზაციოდ? არ იყიდოთ გადამყიდველებთან!!! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი?
გიორგი
19:22 15-08-2024
0
Barigebistvis tamashobs nakrebi?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული