საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია - უკრაინული "ჩერკასის" წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური "კაირათის" მცველი ლუკა გადრანი.

ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის
უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

უეფას ერთა ლიგის კალენდარი | B1 ჯგუფი

7 სექტემბერი

​საქართველო - ჩეხეთი
უკრაინა - ალბანეთი

10 სექტემბერი

ალბანეთი - საქართველო
ჩეხეთი - უკრაინა

11 ოქტომბერი

უკრაინა - საქართველო
ჩეხეთი - ალბანეთი

14 ოქტომბერი

საქართველო - ალბანეთი
უკრაინა - ჩეხეთი

16 ნოემბერი

საქართველო - უკრაინა
ალბანეთი - ჩეხეთი

19 ნოემბერი

ჩეხეთი - საქართველო
ალბანეთი - უკრაინა

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
გაგნიძე უკრაინიდან აუცილებლად სანახავია ნაკრებში, ქოჩორასავით ჯიგრიანად თამაში იცის მთელ სულს და გულს დებს თამაშში.
Givi
11:20 30-08-2024
2
ოპტიმიზი კარგია,სადღეგძელეოებსაც არაფერი დაეწუნება,მაგრამ გადამეტებული ბაქი-ბუქი რაღაც არ მგონია გამოგვადგეს. ჩემის აზრით არ მგონია ნაკრები ჯერ იმ დონეზე იყოს,რომ გამოვიდეს და აუცილებლად მოუგოს ჩეხეთის დონის გუნდს,თუნდაც თბილისში.გასულ შესარჩევზეც ნახეთ ხომ, როგორ გაგვიჭირდა,მხოლოდ კვიპროს მოუგეთ, ნორვეგიამაც და შოტლანდიამაც მოგვიგო,ხოლო ესპანეთმა რა დღეც გვაყარა თბილისში აღარ მინდა გავიხსენო,არადა ეს ყველაფერი ამ ბოლო თვეების წინ იყო იგივე შემადგენლობით,ამასთან მაშინ კვარა კი არ თამაშოდა დაფრინავდა ნაპოლიში,თანაც იტალიის ჩემპიონი და საუკვეთესო ფეხბურთელი იყო. მართალია მერე იყო ევრო,მაგრამ ნაკრები იქ სულ სხვა ემოციური მუხტით ჩავიდა, შედეგს არავინ თხოვდა და ითამაშა თავისუფლად, თანაც როგორც დებიუტანტის,სუსტი გუნდის გამო მაყურებლების და მედიის სიმპატიებიც ჩვენს მხარეს იყო, ამას დაუმატეთ მოწინააღმდეგეების მიერ სერიოზულად არშეფასება,მოდუნება და მოხდა ის რაც მოხდა პოტუგალიის ნაკრებთან-გაგვივარდა ყარაულის თოფივით, თუ არადა მოწინააღმდეგე გუნდებს რამხელა სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ,რამდენი დავარტყმევინეთ კარში და კარისკენ, რამდენი სეივი ჰქონდა მეკარეს კი ვნახეთ. ეხლა სულ სხვა-პრინციპული, აუცილებლად მოსაგები თამაშები გველოდება,ძალიან ხისტ და ორგანიზებულ გუნდებთან,რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ძალისმიერ, გუნდურ თამაშს, ასეთ გუნდებთან ჩვენ ტრადიციულად ყოველთვის გვიჭირდა. ამასთან ჩვენი გუნდის თამაშის სტილი, სუსტი და ძლიერი მხარეები უკვე ყველა მეტოქეს შეშწავლილი ექნება და შეეცდებიან მის გამყენებას, განსაკუთრებით ჩეხეთი და უკრაინა რომლებისთვისაც სათამაშო დისციპლინა და ძალისმიერი, მკაცრად ტაქტიკური თამაში უპირველესია. სანიოლს აუცილებლად მოუწევს რაღაც ახალის მოფიქრება და მეტოქისთვის შეთავაზება- ჩემის აზრით არავითარი პირველ ნომრად თამაში და თავქუდმოგლეჯილი შეტევა, მკაცრად, ჯარიმის ზღვარზე თამაში ცენტრალურ ზონაში და მაქსიმალურად მჭიდროდ თამაში საჯარიმოს ხაზთან,რომ შორიდან დარტყმის საშუალება არ მიეცეთ მეტოქეებს, რაშიც მამარდას ცოტა უჭირს, თორემ კარის ხაზზე არ მეფიქრება...შეტევაში მგონია კვარა და სხვა შემტევები მიხედავენ...იქნებ გაგვივარდეს, ყოველ შემთხვევაში კვარას დონის ფეხბურთელმა არ არსებობს რომ თამაშის განმავლობაში რამდენიმე მომენტი ვერ შეიქმნას...
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული