საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.

2 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული