ოთარ კიტეიშვილი: ვეცდებით, წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველი შეკრების ემოციების შესახებ კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.

ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა
იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცთან ერთად ნაკრები სულ სხვა დონის ფეხბურთს თამაშობს, ნაკრების ღერძია, ძრავია, მართლა ყველაფერია. თურქებთან-ჩეხებთან არ იყო ევროპაზე და კი წაგვართვეს ცენტრი, ესპანეთთან სანამ გვყავდა გოლი ვერ გაგვიტანეს, როგორც კი დაიტრამვა გოლი მივიღეთ. სხვა დონეა კიტე.
დიმა
15:12 03-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული