დღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა - "მიხეილ მესხზე" დღეს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნებმა" ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. "ერთა ლიგა" ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული ტურნირი ამის პირდაპირ საშუალებას არ გვაძლევს.

Sportall.Ge

ბოლო 11 მატჩიდან საქართველო მხოლოდ სამში დამარცხდა და აქედან ორჯერ ესპანეთთან. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მისვლის შემდეგ ჩეხეთის
ნაკრები ჯერ "ერთა ლიგის" მთავარი დივიზიონიდან გავარდა, უკანასკნელი ევრო კი ქართველებთან მოპოვებული ერთადერთი ქულით (1:1) დაასრულა. მწვრთნელ ივან ჰასეკს მოუწევს, ისევ გააჩინოს ის ნაპერწკალი, რაც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა. ევრო 2024-ის შემდეგ ფიფას რეიტინგში ისინი 13 საფეხურით დაეცნენ. ბოლო 13 გასვლითი დაპირისპირებიდან ჩეხებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ამ მხრივ საკმაოდ უჭირთ.

როგორი იყო წინა მატჩი და რა ცვლილებებს ველით -

altისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

ევროპირველობის შემდეგ, ამ ეტაპზე, სანიოლის გუნდთან ერთად არ არიან კვირკველია, შენგელია, კვეკვესკირი და ქვილითაია, ხოლო მექვაბიშვილი და სიგუა ტრავმირებულები არიან; გვყავს დებიუტანტები - გოგლიჩიძე, გადრანი და ნონიკაშვილი; დაბრუნდა აზაროვი... ცვლილებებია ჩეხეთის ნაკრებშიც. ლევერკუზენის "ბაიერის" კიპერი მატეი კოვარი აქ მთავარი მეკარე გახდება. კაპიტანი ტომას სოუჩეკი ("ვესტ ჰემი") ნაკრების რიგებში 73-ედ ითამაშებს. მათგან ყველაზე სახიფათო ისევ პატრიკ შიკი იქნება, რომელიც 40 სანაკრებო შეხვედრაში 20 გოლის ავტორია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ძალები კონტრშეტევებზე ჩეხებმა კარგად დაინახეს (ჩვენ - მათი ჩაწოდებების ხიფათი), ჰამბურგში გამარჯვებაც შეგვეძლო. დაველოდოთ, თბილისში როგორ სცენარს ვიხილავთ - გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან!..

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ვინ როგორ ფორმაშია...

altჩეხების ჩაწოდებები და "კვარა" მათი მთავარი საფიქრალი - ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი...

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ბიჭებო! გამარჯვებას გისურვებთ,აბა თქვენ იცით როგორ გაგვახარებთ!
ვახო
07 სექტემბერი 2024 17:15
0
ლაივსქორს სავარაუდო შემადგენლობაში ალთუნაშვილი უწერია,იმედია არ გამართლდება და მაგ აზრზე არ დადგება სანიოლი,ალთუნაშვილს ძირითადში კი არა საერთოდ ნაკრებში რა უნდა???
sandrex
07 სექტემბერი 2024 17:11
1
ჩეხებს დაადუღებენ ბიჭები დღეს.
გიორგი
07 სექტემბერი 2024 17:10
0
სალამი ღვთისო,მეგობარო.ვკითხულობ შენს სტატიებს.მომწონს და გულშემაკივარი ვარ შენი.ემიგრაციაში ვარ და მონატრებული ყველაფერ ქართულს.ერთ თხოვნა მაქვს იქნება გააკეთოთ რუბრიკას სადაც ქართული გუნდებს გაგვაცნობთ ან თუნდაც საბავშო სკოლებს რეგიონებიდან,ქვედა ლიებიდან,არამარტო საფეხბურთოს.ვფუქრობ საინტერესო იქნება
აკაკი კიმახიძე
07 სექტემბერი 2024 15:57
2
ჩემი მოკრძალებული აზრით, სანიოლი უნდა წასულიყო და ახალ მწვრთნელს დაეწყო ახალი მიზნებისთვის მუშაობა, ახალი უკანა ხაზით, ახალი ხედვებით. ამაზეა სამუშაო რომ მუხტი არ დავარდეს და მოტივირებული გუნდი სიახლეებს შეეჭიდოს. გაცილებით ძლიერ გუნდებს ეპარებათ ეს მომენტი (ესპანეთი 2014, შემდგომ გერმანია, ახლა საფრანგეთი, ხორვაიაც) და არ არის დიდი ტრაგედია, მაგრამ დრო იკარგება და არც მაღალი კლასის ფეხბურთელების ის რაოდენობა გვყავს რომ მერე მალევე დავბრუნდეთ აღმავლობის გზაზე. სამწუხაროდ არ მაქვს წარმატების მოლოდინი , იმედს კი რა თქმა უნდა არ ვკარგავ, რომ ჩეხების დომინირება ევროს თამაშზე მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ახლა ნამდვილ ფეხბურთს ვაჩვენებთ. წარმატებები ბიჭებს!
???
07 სექტემბერი 2024 14:51
5
არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ ცენტრი. არაა ჩეხეთი ესპანეთის ნაკრები, რომ პირველივე წუთიდან ჩავაბაროთ ცენტრი. თუ ვაჯობებთ, მაშინ დაცვაც არ დაიღლება უაზრო მოგერიებებით და თავდასხმაც დროულად მომარაგდება პასებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ერთში განმეორდება ევროპა და იქნება უამრავი ბრახუნი მამარდას კარში და არაა გამორიცხული რომ ეხლაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდეს. ბიჭებო, დაიმახსოვრეთ, საუკეთესო დავდაცვა თავდასხმაა. პრესინგი მოწინააღმდეგის ნახევარზე და ცენტრი სულ ჩვენი იქნება. სანიოლს მოვუწოდებ დროულად განახორციელოს შეცვლები როგორც კი ვინმეს შეატყობს დაღლას. ვეღარ დარბის? გამოცვალე, თუნდაც პირველი ტაიმი იყოს. მხოლოდ სწრაფ ტემპში და მასირებული ზეწოლით გავიმარჯვებთ. დროა პირველ ნომრად ვისწავლოთ თამაში! მხოლოდ გამარჯვება საქართველო!!!
ჩემის აზრით
07 სექტემბერი 2024 13:12
0
"ფილოსოფიური" კითხვა: რა სჯობს ჩეხებთან, გამარჯვებისთვის თამაში ძველი ტაქტიკით და შემადგენლობით თუ ახალი ტაქტიკურუი სქემების ძიება და ახალი ხალხის გამოცდა?
მწარე
07 სექტემბერი 2024 11:15
2
გულშემატკივარი უნდა იყოს ოპტიმისტი და იმდიანად განწყობილი.
ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყავს, ჩვენს შეტევას - კვარა-ჩაკვე-ჟორჟიკას ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია, კარგი ნახევარდაცვა გვყავს - ქოჩორა და კიტე და არავის დაუდებენ ტოლს. ამ ეტაპზე ცოტა დაცვა გვანერვიულებს, მაგრამ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რომელთაგანაც ყველა ახალგაზრდაა, დაცვაშიც წამოეწევიან ახალგაზრდა ტალანტები და ისეთი ნაკრები გვეყოლება 8-10 წელი, ნებისმიერ გრანდს თანაბრად ვეთამაშებით.
რა მაგის პასუხია და ახალგაზრდულში ძალიან მომეწონა ოდიშარია, ტექნიკურია, სწრაფია და ორივე ფეხით მაგრად თამაშობს.
ნაკრებმა შეიძლება წააგოს, მაგრამ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მთავარია, გუნდში დისციპლინა, თავდადებული თამაში და გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანა სანიოლმა და მადლობა ამისთვის გულშემატკივრებისგან.
ვისაც თავი სპეციალიტი გონია, ჩასაფრებულია ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თავი დაგვანებეთ ჩვენ და ნაკრებსაც
არჩი
07 სექტემბერი 2024 10:42
4
არა გვაქვს ისე საქმე რომ ვიწუწუნოთ.
4-5 წლის წინ ყაზახეთთან თამაშზე ვნერვიულობდით.
ამ გუნდ შეუძლია ბრძოლა,ჩვენ უნდა ვუქომაგოთ.
რა იყო,ბრაზილია ვართ თუ ესპანეთი ჩეხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებული რო ვიყოთ.
მერე მეორეა-ამ ჯგუფში ისეთი მართალი გუნდებია უკრაინა და ალაბანეთი რო ყველა ერთმანეთთან ქულას დაკარგავს და საქართველოს შეუძლია თუნდაც 7-8 ქულით მინიმუმ არ გავარდეს.
დანარჩენი კიდე მოედანზე ვნახოთ.
ხვიჩას,კოტეს და ჩაკვეს თამაში ერთად ერთი სიამოვნებაა,როგორ არ უნდა უქომაგო როცა ასეთი გუნდი გეღირსა.
თუ გავიხსენოთ 10-15 წლის წინანდელი შემადგენლობა ყველაზე შემოქმედებითი ფეხბურთელი გოგუა რო ყავდა გუნდს.
Levani
06 სექტემბერი 2024 16:24
4
3 ბილეთი მჭირდება თუ ვინმეს აქვს გასაყიდი ავიღებ,გამომეხმაურეთ.
გიორგი
06 სექტემბერი 2024 16:03
0
სამწუხაროდ,არ მაქვს ზედმეტი ბილეთი,გაჩუქებდი უეჭველად. დროა,ვისწავლოთ რო გადაყიდვა ტეხავს და არ შეიძლება ერთი ფანი მეორის ხარჯზე მდიდრდებოდეს.
სამწუხაროდ
06 სექტემბერი 2024 17:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული