დღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა - "მიხეილ მესხზე" დღეს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნებმა" ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. "ერთა ლიგა" ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული ტურნირი ამის პირდაპირ საშუალებას არ გვაძლევს.

Sportall.Ge

ბოლო 11 მატჩიდან საქართველო მხოლოდ სამში დამარცხდა და აქედან ორჯერ ესპანეთთან. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მისვლის შემდეგ ჩეხეთის
ნაკრები ჯერ "ერთა ლიგის" მთავარი დივიზიონიდან გავარდა, უკანასკნელი ევრო კი ქართველებთან მოპოვებული ერთადერთი ქულით (1:1) დაასრულა. მწვრთნელ ივან ჰასეკს მოუწევს, ისევ გააჩინოს ის ნაპერწკალი, რაც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა. ევრო 2024-ის შემდეგ ფიფას რეიტინგში ისინი 13 საფეხურით დაეცნენ. ბოლო 13 გასვლითი დაპირისპირებიდან ჩეხებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ამ მხრივ საკმაოდ უჭირთ.

როგორი იყო წინა მატჩი და რა ცვლილებებს ველით -

altისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

ევროპირველობის შემდეგ, ამ ეტაპზე, სანიოლის გუნდთან ერთად არ არიან კვირკველია, შენგელია, კვეკვესკირი და ქვილითაია, ხოლო მექვაბიშვილი და სიგუა ტრავმირებულები არიან; გვყავს დებიუტანტები - გოგლიჩიძე, გადრანი და ნონიკაშვილი; დაბრუნდა აზაროვი... ცვლილებებია ჩეხეთის ნაკრებშიც. ლევერკუზენის "ბაიერის" კიპერი მატეი კოვარი აქ მთავარი მეკარე გახდება. კაპიტანი ტომას სოუჩეკი ("ვესტ ჰემი") ნაკრების რიგებში 73-ედ ითამაშებს. მათგან ყველაზე სახიფათო ისევ პატრიკ შიკი იქნება, რომელიც 40 სანაკრებო შეხვედრაში 20 გოლის ავტორია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ძალები კონტრშეტევებზე ჩეხებმა კარგად დაინახეს (ჩვენ - მათი ჩაწოდებების ხიფათი), ჰამბურგში გამარჯვებაც შეგვეძლო. დაველოდოთ, თბილისში როგორ სცენარს ვიხილავთ - გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან!..

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ვინ როგორ ფორმაშია...

altჩეხების ჩაწოდებები და "კვარა" მათი მთავარი საფიქრალი - ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი...

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩეხებს ფიზიკურად ვერ ვაჯობებთ, მაგრამ მათ გოლის გატანა უჭირთ და ტეხნარებიც არ უყვართ სასურველი ანგარიში იქნება 0:0
41
06 სექტემბერი 2024 15:46
22
ჩეხეთი მოუგებს ქოცების ნაკრებს 3-0 ს ან უფრო მეტს ერთადერთი ქოჩორა მეცოდება იმ ქოც ბანდაში რომ მოხვდა
555
06 სექტემბერი 2024 14:49
82
ქოცი მე მგონი შენ თვითონ ხარ!
Irakli
06 სექტემბერი 2024 15:57
6
გინდა გამკიცხეთ რაც გინდათ ის თქვით სიმართლე სიმართლეაა ერთს გეტყვით უეჭველი წავაგებთ ჩეხეთან მილიონი პროცენტით გეუბნებით არარსებობს ჩეხეთთან ფრეც დიდი შედეგია...
dinamo
06 სექტემბერი 2024 14:29
61
კიდევ კარგი შენ არ ხარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, დაღპავდი ნაკრეს მაგ ფსიქოლოგიით რომ გაუშვები ნაკრებს მოედანზე, ისე სირცხვილია შენგან ასეთი კომენტარი
გიო
07 სექტემბერი 2024 08:28
0
რატო და არ გვყავს ის დონე რო ჩეხეთს მოვუგოთ..ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ გეუბნებით ჯერ ბევრი გვიკლია ჩეხეთამდე...
dinamo
06 სექტემბერი 2024 18:24
31
ყველა გამოხმაურება
ეს უკვე ბ დივიზიონია და ჩვენ დავწინაურდით. ახლა ჯერ ბ დივიზიონშია საჭირო დამკვიდრება, ამ ჯგუფში ა დივიზიონიდან დაქვეითებული გუნდებიც არიან. ახლა თუ წარმატებით წარმოვჩინდებით საუკეთესი შემთხვევაში პლე ოფში გაცალთ თუ ვერ გავალთ კარგად გამოსვლა ამ ჯგუფში წაგვადგება მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფის კენჭის ყრაში. შესაძლებელი გახდება შესარჩევიდან გასვლა რადგან იქ უკვე ჩვენზე დაბალი რეიტინგის გუნდები შეგვხვდება და შესაბამისად აუტსაიდერებიც იქნებიან შესარჩევ ჯგუფში. მაგალითად ფავორიტი რომელიმე გრანდია და ჩვენი ნაკრები შესაძლო აქ კარგად გამოსვლით მე-2 კალათიდანაც შეიძლება კენჭი ვიყაროდ. იმედია წარმატებულად გამოვალთ. დარწმუნებული ვარ მინიმუმ არ წავაგებთ ჩეხებთან.
G.LA
06 სექტემბერი 2024 13:40
3
ძალიან ძნელი თამაში გველის.რაც იუო ევროპაზე,მშვენიერი და საამაყო იყო,მაგრამ უნდა და ვეშვათ მიწაზე და არ მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს ის,რაც შეუძლებელია.რომც წავაგოთ არ იქნება ტრაგედია.მთავარია თამაშში მონდომება,ინტენსივობა,ცოტა ყურადღება დაცვაში და აქტიურობა თავდასხმაში.ჩვენ ზრდის და განვითარების გზაზე მყოფი გუნდი გვყავს და ყველაფერი წინაა.ამ გზაზე კი ზოგჯერ წაფორთხილებაც გარდაუვალია.წარმატება უსურვოთ ბიჭებს და მსოფლიოზე მოხვედრა.წინ თავაწეულები!!!თქვენ დაიმსახურეთ!!!
მირო
06 სექტემბერი 2024 12:43
6
კაი კაცი, აბა ერთი წაგება და ეგრევე დედას რომ უტრიალებენ, ეგაა საქმე?
მიროს
06 სექტემბერი 2024 14:50
2
ხოო კარგია იმათ გასვლაზე თამაში რომ უჭირს,მაგრამ ჩვენცრომ ვერ ბრწყინავართ სახლში ესეც ფაქტია,ახლო წარსულში,მხოლოდ კვიპროსის და ლუქსემბურბის დამარცხება შევძელით,მონღოლეთს და ტაილანდ არ ვგულისხმობ, ხოლო უფრო სერიოზულებიდან ვერც ესპანეთი,ნორვეგია,შოტლანდია,საბერძნეთი დავამარცხეთ ,ასე რომ არც ისეა საქმე როგორი ჰარი-ჰარალო განწყობაცაა-ეე მანდ! როგორც ესპანეთან დაგვემართა გასულ სექტემბერში-მარცხი არ მოგვივიდეს.
Jora-giorgi
06 სექტემბერი 2024 12:17
12
ის რაც ევროპაზე იყო, ნამდვილად იყო, ჩაგვეთვალა და ისტორიაშია შეტანილი. ხვალ კი ყველაფერი თეთრი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, ანუ დავივიწყოთ რაც იყო და ახალი ისტორიის დასაწერად უნდა გავიდეთ მინდორზე. წარმატება ჩვენს ავაზებს.
ჟორა გაბრიჭიძე
06 სექტემბერი 2024 11:47
1
ასე მგონია ამ ორ თამაშში გამოჩნდება სად ვართ რეალურად, მართლა გავიზარდეთ თუ უბრალოდ ემოციის ფონზე მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი.
ეეე
06 სექტემბერი 2024 11:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული