"ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია" - სანიოლის პრესკონფერნცია

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს... ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს!

ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, მაგალითად, კიტეიშვილს ამ ეტაპზე 90 წუთით თამაში არ შეეძლო. შეცვლა ჩაკვეტაძემაც მთხოვა. აი, კაკაბაძის გაყვანა წინასწარ დადეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება კვარაცხელიას დასვენებას, მან კარგად
იცის, ძალები როგორ გადაანაწილოს.

საწყის წუთებში შეტევაში არ გვითამაშია, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, წინ დარჩენილიყვნენ და მეტი სივრცე შეექმნათ. კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, მას უდიდეს კლუბებში თამაში შეუძლია. საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მოხარული ვარ, ის რომ ჩემს გუნდშია.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ მარცხიც იქნება. მთავარია, როგორ ვითამაშებთ. ხვალიდან ახალ ამოცანაზე ვიმუშავებთ - ალბანეთში უნდა ვითამაშოთ.

ახალწვეულების ასეთ მშვიდ მატჩში შესვლა მნიშვნელოვანია, რათა გამოცდილება შეიძინონ".

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

altივან ჰაშეკი: ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები დაფრინავს! - გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლი ჩეხეთთან [VIDEO]

altგოოლ! - ჩაკვეტაძემ ჩეხეთთან სხვაობა ორბურთიანი გახადა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altდღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

მკითხველის კომენტარები / 33 /
სანიოლმა ამ თემაზე ამომწურავად ისაუბრა ვრცელ ინტერვიუში ერთი კვირის წინ, იქნებ ახლაც შეეხო, თუმცა ეს პასუხი მაშინაც იყო, თანაც, ვრცლად
-ს
10 სექტემბერი 2024 16:20
0
გილოცავთ ყველას. კარგად და საბოლოოდ გამოჩნდა ჯერ პროფესიონალიზმის როლი (როგორც მოთამაშეებში ასევე სამწრთვნელო შტაბში). თუმცა ჯერ კიდევ ბევრი წუნი გვაქვს, გვჭირდება ათლეტიზმში მომატება ახალი სისხლის გადასხმა და სხვა მისტანანი.
შეუძლებელი კმაყოფილები მეტიც ბედნიერები არ ვყოთ.
გია
10 სექტემბერი 2024 15:38
0
ღვთისავარ, უდიდესი პატივისცემით ვარ თვენს მიმართ ( საოცრად კარგი სახელის გამო ) და თქვენი საქმიანობის მიმართ ( დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ჩანაწერებს, კორესპონდენციებს.
სხვა რესურსზე წავიკითხე სანიოლის პრესკონფერენციის სრული ვერსია.
ერთერთი მთავარი, პრინციპში უმთავრესი შეკითხვა იყო, "რატომ დავრჩი საქართველოში? " რაზეც უპასუხა ასე : " აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მხარდაჭერა მაქვს ფედერაციიდან. ეს არის მიზეზი, რატომაც აქ სამ-ნახევარი წელიწადია ვარ და აქვე ვრჩები".
ჩემთვის მრავლიმთქმელია ეს პასუხი. მწვრთნელის როლი აშკარაა საქართველოს ნაკრების წარმატებაში და ვერ ვხვდებოდი მაინც კონკრეტულად რაში იყო საქმე, ადრე მასზე გამოცდილი მწვრთნელები გვყავდა და შედეგი ნული/ ახლა კი ნათელია ,რომ მიზეზი გადაწყვეტილებების სრულ თავისუფლებაშია და მისი სურვილების და ხედვების ხელშეწყობაში.
მოკლედ სასწაული რამ ყოფილა თავისუფლება შემოქმედი ადამიანის ხელში.
რატომ გამოტოვეთ ასეთი მნიშვნელოვანი შეკითხვა და პასუხი ?
-
09 სექტემბერი 2024 19:37
0
გილოცავთ ყველას!
მე ასეთი თამაში ლივერპულის და ვესტ ჰემის შემდეგ, ასეთი დონის გუნდთან, ასეთი ანგარიშით, არ მახსენდება ...
თუმცა, ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით, სანამ გუნდში გადაზრდილი ფეხბურთელები გვყავს, პრესინგს მთელს მინდორზე და ზოგადად მოდერნ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ...
გიორგი 50
08 სექტემბერი 2024 11:46
4
აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო გიორგი.
555
08 სექტემბერი 2024 12:52
2
ვილი იმიტომაც არის ჭკვიანი მწვრთნელი რომ შეისწავლა ქართული ფეხბურთი, დინამოს საუკეთესო დრო, ახალკაცის დაცვის სტილი სადაც სულ უყვიროდა ფეხბურთელებს დაცვას მიხედეთო, ააგო სწრაფ კონტრშეტევაზე და აი შედეგიც
suxumchanin
08 სექტემბერი 2024 11:07
3
არ ვსაუბრობ პრემიერლიგის გრანდებზე. ეპლ-ის საშუალო გუნდებისთვისაც კი არაა 50 ლიმონი რაღაც წარმოუდგენელი ფული. ჰოდა ჩაკვე, კიტე და ქოჩორა ერთად რომელიმე კრისტალ პალასს, ევერტონს თუ ბრენტფორდს ყველაზე გაბერილი ფასებითაც კი 50 მილიონზე მეტი არ დაუჯდება. წარმოიდგინეთ როგორი გაძლიერებაა გუნდის. არადა გააქანებს იგივე ვულვზი და ვიღაც ძალად გაპიარებულ პორტუგალიელში გაისვრის დაახლოებით მაგდენივეს.
ფოთი
08 სექტემბერი 2024 10:18
1
ჩეხეთის დამარცხებაში ეჭვი არ მეპარებოდა.
ეხალც არ მესმის რატომ ქონდა ჩვენს ნაკრებს 3 ზე მეტი კოეფიციენტი მოგებაზე :)
აი ალბანეთთან გაცილებით რთული თამაში იქნება.
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეგ მატჩი უნდა მოვიგოთ :)
d
08 სექტემბერი 2024 09:02
0
ჩაკვეც, კიტეც, ქოჩორაც კაი გუნდებში გაიჩითებიან მალე. მთავარია ალბანელების მოგება ეხლა და უკრაინის მოგება და ზოგადად ჯგუფის მოგება. სულ ეგაა
ლევან მაღლაკელიძე.
08 სექტემბერი 2024 08:16
1
აი ესაა განსხვავება გულშემატკივარსა და პროფესიონალს შირის, ანუ ჩემსა და სანიოლს შორის :) ჩემი აზრით კიტეიშვილი კარგი, საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელია, სანიოლი კიდე აქ ჩამისვლის პირველივე დღიდან აქებს, და ბაიერნის შესაფერისადაც კი შეაფასა ერთხელ - და მართლა რამხელა გავლენა აქვს მის თამაშს შედეგზე ეხლა ვხვდები
Ziz
08 სექტემბერი 2024 08:16
0
ამ ფორმაციის ნაკრებში კიტეიშვილი ჩემი ფავორიტია,ასე იყო ყოველთვის. კიტეს თამაში ჯერ კიდევ დინამოდან მახსოვს,ძალიან ჭკვიანი ბიჭია,ეს მის ყველა მოქმედებაში ჩანს. თან ჩუმი ლიდერია,მთელი თამაში არ ჩანს ერთი შეხედვით,თუმცა ძალიან დიდი სამუშაოს ასრულებს. ერთხელ ამ ბიჭმა ერიქსენს სდია,ფეხი ვერ გაანძრია,თან მაშინ ერიქსენი ფორმის პიკში იყო. ტრავმები რო არა,კიტე ძალიან მაგარ გუნდში ითამაშებდა,თუმცა რაც ვიზავთ. ამაყი ვარ და შვილიშვილებს აუცილებლად მოვუყვები,მე საწყისი ეტაპიდან ვიცი კიტეიშვილის თამაში და კარიერა. ძველი დრო რო იყოს,უფრო გაუადვილებოდა ამ ბიჭს თამაში,დღეს ხო ცხენბურთი ფასობს და დოღის ცხენები. ფეხბურთელი ხო მაგარი,პიროვნება ორმაგად მაგარი,თავდაბალი და წყნარი ბიჭია. ქოჩორაშვილს ვლობირებდი დიდი ხანი,ხოდა ეგ ბიჭიც ათამაშდა და გაიხსნა. ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის,კახეთიდან არის და მოკითხვა კარდენახს იასონასგან. ჩაკვეტაძე ზე არაფერია სათქმელი,დიდი ხნის ნატვრა აგვისრულდა,გვენახა უტრავმო გიორგი,სახეზე ღიმილით და ის თავის კლასს აუცლებალად გვანახებს. ჩემპიონშიპის თამაში ადვილი არ არის,სირთულით პრემიერლიგას ჯობია,ჯერ 46 თამაშს თამაშობენ და მერე ფლეიოფი აქვთ. მოუხდა ლონდონის გარეუბანი და ახალი გარემო.
იასონას უდარი
08 სექტემბერი 2024 07:09
2
გეთანხმებით სრულიად, ქოჩორა ჩაკვესთან ერთად უნდა მოსულიყო ნაკრებში ჯერ კიდევ 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მერე, ჩვენთან რომ ჩატარდა... იმ ნაკრებში კიდევ იყო 2-3 კარგი ბიჭი, რომლებიც "დაიკარგნენ". მაგრამ სამწუხაროდ იმ დროს სანიოლივით ვერავინ ვერ "ხედავდა" ამას... იმ დროს "მოდაში" გაუთავებელი უკან პასები იყო და უალტერნატივო, შეუცვლელი მოთამაშეები.
ზაზა
08 სექტემბერი 2024 11:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული