როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია. ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს:

Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.2, ლოჩოშვილი 7.2, ქოჩორაშვილი 7.6, კიტეიშვილი 7.3, ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.9, გოჩოლეიშვილი 6.2, ნონიკაშვილი 5.9, დავითაშვილი 6.2,ზივზივაძე 5.9, გოგლიჩიძე 6.0.

Sofascore: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.5, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.0, ლოჩოშვილი 7.0, ქოჩორაშვილი 7.5, კიტეიშვილი 6.9 , ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.5, გოჩოლეიშვილი 6.5, ნონიკაშვილი 6.4, დავითაშვილი 7.0, ზივზივაძე 6.5,
გოგლიჩიძე შეფასების გარეშე.

Flashscore: მამარდაშვილი 7.2, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.6, გველესიანი 6.6, დვალი 7.0, ლოჩოშვილი 7.0, ქოჩორაშვილი 7.5, კიტეიშვილი 7.5 , ჩაკვეტაძე 8.6, კვარაცხელია 8.1, მიქაუტაძე 7.6, გოჩოლეიშვილი 6.6, ნონიკაშვილი 6.3, დავითაშვილი 6.9, ზივზივაძე 6.0, გოგლიჩიძე შეფასების გარეშე.

altივან ჰაშეკი: ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები დაფრინავს! - გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლი ჩეხეთთან [VIDEO]

altგოოლ! - ჩაკვეტაძემ ჩეხეთთან სხვაობა ორბურთიანი გახადა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altდღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა ობიექტური ვერ ვიქნები,მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ,რომელიმე ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელისათვის 7-ზე დაბალი შეფასება,არ მემეტება.საწყის წუთებში,სანამ დავლაგდებოდით,ჩეხებმა თავით ბრძოლაში დაგვაჭარბეს და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შეგვიქმნეს,მაგრამ მერე,თითქმის შანსი აღარ მიგვიცია,სანამ შეცვლები გაკეთდებოდა.ერთადერთი გოლი,უკვე მოგებულ თამაშზე გავუშვით იმ დროს,როცა ერთბაშად 4 შეცვლა გაკეთდა და ფეხბურთელებეი,ჯერ კიდევ ვერ იყვნენ თამაშში ჩართულნი.შესაძლოა ეს სანიოლისათვის ჩაგვეთვალა შეცდომად,მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, საკვანძო ფეხბურთელებიც დაასვენა სანიოლმა და ორ დებიუტანტსაც მისცა საშუალება,სანაკრებო დებიუტი,ასე დასამახსოვრებელ მატჩში ჰქონოდათ.ვულოცავ ორივეს და ზეწარმატებულ კარიერას ვუსურვებ.სანიოლმა აშკარად აჯობა მეტოქის მწვრთნელს.მას დაცვის ახალი გეგმაც ჰქონდა და შეტევისაც.ჩეხებმა კი,განსხვავებული ვერაფერი მოიფიქრეს და უიმედოდ წააგეს.დაწოლა რომ გაგვეგრძელებინა,გაცილებით დიდი ანგარიშითაც დავამარცხებდით.ჩეხეთის ნაკრები სრულიად დემორალიზებული ჩანდა,რაც მათთვის არადამახასიათებელია.ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან.დღევანდელ საქართველოს ნაკრებზე,მე მგონი ვეღარავინ იტყოდა,არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობსო.ამ თამაშში,თავისი მაქსიმუმი,არც კვარას უჩვენებია და არც მიქაუტაძეს,თუმცა რამდენი უსიამოვნება მიაყენეს მეტოქეებს,ხომ ვნახეთ.დღევანდელი ჩაკვე,უკვე ის ჩაკვეა,რომელსაც ამდენი ხანი ასეთი იმედით და მოთმინებით ველოდით.აქამდე თუ კარში დარტყმას ერიდებოდა,ახლა მიქაუტაძე უკეთეს პოზიციაშიც კი ჰყავდა გვერდით,მაგრამ თვითონაც ჩინებულ პოზიციაში იყო და წამით არ უყოყმანია.დაარტყა და გაიტანა.ჩაკვე დაბრუნდა!არც კიტეს თამაშია ბოლომდე დაფასებული.ვფიქრობ მისმა და ჩაკვეს მოედანზე ყოფნამ განაპირობა ჩვენი ასეთი საიმედო დაცვა და უპირატესობა შეტევაში.ქოჩორაშვილი,როგორც ყოველთვის,რაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს,ახლაც დიდებული იყო.უბრალოდ გაუგებარია,როგორ შეიძლება ის სეგუნდა დივიზიონში დაერჩინათ და დვალი,იქ,სადაც არის.ევროპაზეც და აქაც,დვალი ბრწყინვალე იყო და უფრო ძლიერ ლიგას იმსახურებს.კლუბში მის თამაშებს ვერ ვუყურებ და თუ იქაც ასე კარგად ირჯება,გაცილებით უკეთეს გუნდში ნამდვილად ეკუთვნის დაპატიჟება.ევროპაზე,ლოჩოშვილი ფლანგზე გადაყვანა,ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო,თუმცა მაინც დროებით მოვლენად ჩავთვალე,ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭია და ფლანგზე ფიზიკურად რომ არ დაჩაგრულიყო,ახლაც ის გამოიყვანა სანიოლმა.დაცვაში ძალიან კარგად გაისარჯა და შეტევაშიც აქტიურად გარბოდა,თუმცა აშკარად ეტყობოდა,რომ ამ ადგილზე თამაშს მიუჩვეველია.განსაკუთრებით ეს შეტევით ოპერაციებში იგრძნობოდა.არა,შეტევაშიც თამამად გარბოდა,თუმცა კომბინაციების გათამაშების დროს,ცოტა ტაიმინგი ეშლებოდა.ზუსტად უნდა იგრძნო,როდის წახვიდე წინ და როდის გაჩერდე,ამას მიჩვევა უნდა და სწორედ ეს მიუჩვევლობა იგრძნობოდა,მომენტებში.კაშია და გველესიანი,სიმშვიდის განსახუერებანი იყვნენ და დაამტკიცეს,რომ მათი იმედი შეიძლება გვქონდეს.სხვებზე რა ვთქვა?ყველამ ძალიან კარგად ითამაშა და ჩემთან ერთად,მთელი საქართველო გაახარეს.უბრალოდ, მადლობა ბიჭებო!ახლა უკვე ზუსტად ვიცი,რომ ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა.რათქმა უნდა ყველასთან ვერ გავიმარჯვებთ,დამარცხებებიც ალბათ გვექნება,მაგრამ ეს უკვე ის ნაკრებია,რომელზეც ვეღარავინ იტყვის,ასეთი ნაკრებები,ასეთ ტურნირებზე არ უნდა თამაშობდნენო.ჰო,ინფორმაციისათვის,ამ თამაშამდე,საქართველო რეიტინგში 70 ადგილზე იყო,ჩეხეთი კი,47 ადგილზე.ალბანეთი, 66 პოზიციაზეა და იქიდანაც ქულებით თუ წამოვედით,იქნებ ადგილებიც გავუცვალოთ.
გილოცავთ მეგობრებო და ალბანეთშიც გამარჯვებას გისურვებთ.
სოსო
00:41 08-09-2024
0
ჩაკვეტაძე არის #1, ვენაცვალე კიტეს, კვარას, ქოჩორას (ბედნიერებაა რომ ჩვენს ნახევარ დაცვას მიყავს თამაში) მაგრამ ჩაკვე არის ტოპ!!!!! იმ უვიც ბელგიელებს მოუ.....ან სულყველაფერი ამ ბიჭს 2 წელი რო დააკარგვინეს! ჩაკვე იმსახურებს პრემიერ ლიგის ტოპ კლუბს!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული