ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა. თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია დავითაშვილით, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.
ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.
ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:1
გოლი: ქოჩორაშვილი (71)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)
ცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა
საქართველოს ფავორიტი მეტოქე - "ჯვაროსნების" სტატისტიკა ალბანეთთან