"ჩვენ და საქართველო ერთი დონის ვართ, ისინი თავს 8 ფეხბურთელით იცავდნენ" - ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველი

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ალბანეთი 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ილბერ რამადანმა SuperSport-თან  კომენტარი გააკეთა.

"რთული მატჩი გამოვიდა. შეტევაში აქტიურად თამაში გვსურდა, თუმცა მეტოქე თავს 5 მცველით იცავდა, შემდეგ კი მათ 3 ნახევარმცველიც დაემატა. ამან საქმე გაგვირთულა. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია, მაგრამ სუსტები არც ჩვენ ვართ. უბრალოდ, ჩვენი დღე არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ და საქართველო ერთი დონის ვართ.

კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით, უკან დაიხიეს და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა", - განაცხადა რამადანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

altვილი სანიოლი: გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა

altრატომ შეცვალეს კვარაცხელია? - მან კომენტარი გააკეთა

altსილვინიო: ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა - ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ

altგაწბილებული პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენ და თქვენ თანაბარი გუნდები ვაართ?? ალბანეთის და საქართველოს ნაკრებები თანაბარი დონის არც ერთ ეპოქაში არ ყოფილან,სად ჩვენ და სად თქვენ, ჩვენ რო თითქმის ყველასთან ვაგებდით და ცუდი პერიოდი გვედგა შეიძლება მაშინ ცოტა მოგვიახლოვდით თორე თანაბარი არც ფეხბურთელებით ვართ არც გაგებით და არც ქვეყნის სიყვარულით და სილამაზით,,კვარას, მამარდას, ჩაკვეს, მიქაუტაძის ან კიტეს დონის ვინ გყავთ?? დარწმუნებული ვარ ამ ორი ქვეყნის გაერთიანებული ნაკრები რო შეადგინონ 90% ქართველი ფეხბურთელები იქნებიან სასტარტოშიც და სკამზეც
gel-100
16:23 11-09-2024
0
პატივცემულო ილბერ, ნაღდად არა იმიტომ რომ ქართველი ვარ, გუშინდელ შეხვედრაში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, ბურთის ფლობა, კუთხურები, კარში ზუსტი დარტყმები ,ყველაფერში გაჯობეთ.
მეგრელი
16:16 11-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული