"ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი" - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი ალბანეთთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნაკრების წევრის ვიდეოკომენტარს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება წარმოჩენილი.

„ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით,
რომ ერთ თვეში მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში. ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანას შეძლებო, არავის დავუჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო შენი თავის, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ. რაც შეეხება ჩემი გოლის აღნიშვნას, ბევრს ეშლება. ეს არის ჩემთვის კაპიტანი ამერიკა, რომელსაც ბავშვობაში ცუდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ იყო შეუპოვარი. მოგეხსენებათ, მეც ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონის თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“ - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altწარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

altქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 13 /
არ მინდა არავის შრომა და თავდადება დავუკარგო, მაგრამ ყველა ხედავთ ნაკრების სახეცვლილებას მას მერე რაც ნახევარდაცვის ცენტრში გვილია, აბურჯანია, კვეკვესკირი გვედგა და ეხლა როდესაც კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი დგანან. სულ სხვა დონის ნაკრებია დღეს.
ირაკლი
17:12 11-09-2024
2
ჯიგარი ხარ ქოჩორ გენაცვალე გულში. ❤️ არ ვიცი ბავშვობაში ვინ რას გეუბნებოდა, ახლა რაც ხარ კი გხედავთ. მადლობა და ასე გაარგძელე. მიყვარხარ და მეამაყები.
G.LA
17:03 11-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული