უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ორივე მატჩი წააგო და ძალიან აკრიტიკებენ. თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და "ჯვაროსნების" შესახებ მათი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- ალბანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ეს თქვენთვის მოულოდნელობა იყო?
- არა. ქართველებმა უკანასკნელ ხანს თამაშის ორგანიზაციის მხრივ მოუმატეს, ბურთთან კი ისინი ყოველთვის "შენობით" იყვნენ და გერმანიაში ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინეს თავი. იმდენად, რამდენადაც ჩვენს ჯგუფში დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია, ყველა თამაშში რჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კერძოდ,
თუ უკრაინელები შემდეგ ტურში მოუგებენ, ქართველთა ლიდერობა შეირყევა.
- იმის გათვალისწინებით, როგორც უკრაინა თამაშობს, ეს რამდენად რეალურია?
- სიტუაცია ჯერ კრიტიკული არ არის, გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი პოზიცია მართლაც საჭიროებს გაძლიერებას. აუცილებელია, ოქტომბერში ქართველებთან დაპირისპირებას სათანადო ფსიქოლოგიური კონდიციებით შევხვდეთ. მეტოქე საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია. ჩვენს ბიჭებს უნდა ესმოდეთ, რომ ერთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გამოგვადგეს.
სერგეი რებროვისა და მისი შეგირდების წინაშე სწორედ ასეთი ამოცანაა დასახული. ეს მწვერვალი დასაპყრობია, რადგან ძალიან არ მინდა, უკრაინის ნაკრებზე ისე ილაპარაკონ, როგორც გადაჭარბებულად შეფასებულ თაობაზე.