ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და გულშემატკივრებს მიმართა:

"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩი ჩემი სახელი შენს მერე უფრო შემიყვარდა ❤️
ხვიჩა
00:00 13-09-2024
0
გისურვებ ცერა თითი ბევრჯერ ჩაგედოს პირში - დამიანეს გასახარად!!!
ვაჟა მასწავლებელი
22:36 12-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული