უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში დებიუტანტი ეყოლება

AutoSharing Option
Sport.ua თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის "შახტარის" 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება.

გამოცემა "ლურჯ-ყვითლების" მწვრთნელის, სერგეი რებროვის ამ გადაწყვეტილებას ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებით ხსნის. რუსლან მალინოვსკი დაშავდა, ხოლო ალექსანდრე ზინჩენკოს "არსენალში" მცირე სათამაშო დრო აქვს.

როგორც უკვე გაუწყეთ, ბონდარენკოს ნაკრებში პირველად უხმობენ. ის 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.

შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები 11 ოქტომბერს ერთა ლიგის B ჯგუფში პოზნანში საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს
დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიზიკური მონაცემები?ძალისმიერი სამჭიდი კი არაა.
გააგორა-გამოაგორა,ჩაკვემ თავზე გადაუგდო,ქოჩორამ დაარტყა,ჟორჟმა გადმოვარდნილს დაამატა და სულ ეგ არის შენი უკრაინა.
ისე გადაცემა რო გადის იუთუბზე უკრაინელი ქართველი და კიდე ვიღაც მგონი სომეხი რო ბაზრობენ,თვითონ უკრაინელმა თქვა ახლა ეს საქართველო რო შეხვედროდა საბერძნეთს ფლეი-ოფში ძირითად დროში გაპუტავდაო და ძნელია არ დაეთანხმო.
ისე რაც შეიძლება სავარაუდოდ მოხდეს წინა ერთა ლიგის სცენარი ბულგარეთთან 0-0 ასეთი თამაში შეიძლება იყოს.
Levani
20:24 25-09-2024
0
უკრაინასთან ფრე და ალბანეთთან მოგება. ესეც კარგი შედეგი იქნება
კოკო
19:56 25-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული