ჰეთ-თრიკის ავტორი დავითაშვილი ნაკრების სასტარტოში იქნება? - რას შეიძლება განიხილავდეს სანიოლი - როგორ ფორმაში ვართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების წინ, პირველ რიგში, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და სასიხარულოა, ტრავმის მიზეზით სიაში ცვლილებები რომ არ შედის. ყოველთვის ასე ნამდვილად არ იყო. მანამდე და ამის შემდეგ თითოეულ დეტალს ვაკვირდებით, თუ ვინ როგორ ფორმაშია. უკანასკნელ უქმეებზე ზურიკო დავითაშვილი "აფეთქდა", სხვა მხრივ, თითქოს, განსაკუთრებული შედეგები არ გვქონია. ამან ახალი სამსჯელოც წარმოშვა, უნდა ითამაშოს თუ არა ზურიკომ ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი გადაწყვეტილებები, გუნდური ბალანსის მიღწევა და ფეხბურთელის "არგაბრაზება" ისაა, რაც მწვრთნელებს უჭირთ. ვილი სანიოლის სასარგებლოდ იმას ვიტყვით, რომ გუნდურობა "ჯვაროსნებში" აშკარად
ჩანს, ვინ რამდენი წუთითაც ან საერთოდ არ ითამაშოს, ეს გარემოს არ აუარესებს.

დამაინც, რადგანაც ეს საკითხი ასე აქტუალური გახდა, დავითაშვილთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. როცა ფეხბურთელი ნაკრებს ასეთ ფორმაში (ჰეთ-თრიკით) და ხასიათზე უერთდება, ბუნებრივია, მას თამაში განსაკუთრებით სურს და სხვა შემთხვევაში იქნებ ობიექტურობაზე კითხვები გაუჩნდეს. როგორც აღვნიშნეთ, აქ ამის შანსი ნაკლებია, ამ ბიჭების უმრავლესობა მეგობრობს და ბავშვობიდან ერთად მოდიან. 

არსებულ ტაქტიკურ სქემაში რომ განვიხილოთ, ზურიკო სანიოლს ორ პოზიციაზე წარმოუდგენია - ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ან შემტევად იქ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ვნახეთ, როცა "ჩაკვემ" დაისვენა და დავითაშვილმა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ამ ფეხბურთელებს განსხვავებული სტილი და ძლიერი მხარეები აქვთ, თუკი გიორგი უფრო ბურთის ფლობასა და პასზეა ორიენტურებული, ზურიკო სწრაფია და მაშინვე იერიშზე მიდის. უკრაინის ნაკრებს ორი მარცხი აქვს, შეტევას აუცილებლად თავიდანვე ეცდებიან და ამ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელის მხრიდან აქცენტი მეტ სწრაფ ფეხბურთელზე მოულოდნელი არ იქნება. ეგაა, ჩაკვეტაძის გარეშე ჩვენი თამაში ცოტა რთული წარმოსადგენია.

გიორგი მიქაუტაძე ალბანელების წინააღმდეგ

Sportall.Ge

საკლუბო მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, გიორგი მიქაუტაძე ახლა იდეალური ვითარებიდან შორსაა, თუმცა "ჟორჟის" კოზირი გუნდთან და სანიოლის ტაქტიკურ სქემასთან სრული შეთავსებაა. გარდა ამისა, მასზე უშუალოდ დასაკვირვებლად ფრანგ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღე აქვს. თუკი საქართველოს ნაკრების შტაბმა გადაწყვიტა, რომ არსებულ ვითარებაში, დავითაშვილი - კვარაცხელიას დუეტმა უნდა შუტიოს, ეს რაღაც ახალი იქნება. ამ შემთხვევაში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მეტი დრო უნდა მიეცეს. რაც ნამდვილად ვიცით, სანიოლი გადაწყვეტილებას გუნდური ინტერესების მიხედვით მიიღებს, ბოლო დროის შედეგები ამის თქმის უფლებას გვაძლევს.

საქართველოს ნაკრებს ახლა თვეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევს. რადგანაც შედეგები დადებითია, სასტარტო შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები თითქმის გამორიცხულია. ამიტომ, ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, კვლავ  ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ, რომელმაც ბოლო ტურში მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. ვილის ის ახალ პოზიციაზე მოსწონს, მთელი ფლანგის კონტროლს ავალებს და სასტარტო თერთმეტეულის შესარჩევად მწვრთნელი მხოლოდ გუნდური სტატისტიკით ვერ იხელმძღვანელებს. როგორც სიის, ასევე თერთმეტეულის შედგენისას არჩევანი მისი გასაკეთებელია, ვერგამართლების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობაც მასზეა.

სანიოლს ალბანეთის მწვრთნელ სილვიონიოსთან კიდევ ერთი დუელი ელის

Sportall.Ge

სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩში გამარჯვების გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა. არსებულ ვითარებაში, ირანიდან ფრენების პრობლემის გამო, ის სამშობლოში ავტომანქანით გამოემგზავრა და პოლონეთში, სადაც უკრაინას უნდა ნაკრებს შევხვდებით, ჩვენ გუნდს აქედან შეუერთდება. აღვნიშნავთ ნაკრებში ახლახან დამკვირდებულ შოთა ნონიკაშვილის სადებიუტო გოლს (პენალტით) უკრაინულ "ჩერქასში." მისი გუნდი ირაკლი აზაროვის "შახტართან" (1:5) განადგურდა. ირაკლიმ 90 წუთი ითამაშა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის შეუერთდება.

დღეიდან საქართველოს ნაკრები შეკრებას დაიწყებს. 11 ოქტომბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანში (42 837 მაყურებლის ტევადობის სტადიონზე) ვეთამაშებით, 14-ში კი ალბანელებს "მიხეილ მესხზე" დავუხვდებით.

altეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

altმიქაუტაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა - "ლიონმა" "ნანტი" დაამარცხა [VIDEO]

altვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

altროდის ითამაშებს ნაკრები "დინამო არენაზე", როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან... - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

altეს რა იყო. ზურიკო -"ოსერი" 3:1 [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
მოკლედ მთელი საქართველო და მსოფლიო თანხმდება და შენც თუ ბრმა არ ხარ ადამიანი უნდა ხედავდე რო მიქაუტაძე ბევრად სწრაფია ვიდრე ბუდუ და ისეთ თამაშში სადაც დაცვაში ვზივართ და კონტრშეტევებზე მივრბივართ ბევრად უკეთესია ჟორჟიკა ეს მსოფლიომ იცის, ამას გარდა სანიოლმა გარკვევით თქვა მიქაუტაძის დამსახურებიდან და კლასიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა რომ ეხლა ცოტა რთული დრო აქ ჩვენ დავეხმარებით და ვათამაშებთო და იმსახურებს კიდეც თავისი შედეგებიდან გამომდინარე ძირითადში ყოფნას მიუხედავად მაგ ყველაფრისა ეს ნაცები და მართლა ყველაფერში ცუდის მაძებარი ხალხი რატო ბურღავთ ტვინს ამ ბუდუთი?? რა ვერ გაითავისეთ რო კლასით და გაქანებით ჟორჟიკა უკეთესია, მაინცდამაინც სანიოლი უნდა გამოვიდეს და გითხრათ რო უმაღლესი ლიგის 20-მილიონიანი ფეხბურთელი უკეთესია ვიდრე მეორე ლიგის მილიონნახევრიანი ფეხბურთელიი?? ბოლო სამ თამაშში კარლსრუემ 2-2, 4-4 და 3-3 ითამაშა და ბუდუმ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა არადა სულ ითამაშა ყველა თამაში, ჟორჟმა კიდევ დაამტკიცა მეორე ლიგების დონეზე რაც შეუძლია და არც უმაღლეს ლიგას აკლებს ასე რომ დაწყნარდით ნაკრების ძირითადში დღეს თამაშობს ყველა ვინც კლასით უფრო მაღლაა და უსამართლო დამოკიდებულება არც ერთი ფეხბურთელის მიმართ არ ხდება,,გასაგებია ვიღაცას ბუდუ უყვარს ვიღაცას ჟორჟი ვიღაცას ქვილითაია მაგრამ ნაკრებში გყავდეს ლიონის 20-მილიონიანი ფეხბურთელი და მეორე ლიგელს ათამაშებდე სასტარტოში ცოტა გაუგებარი იქნებოდა, ისევე როგორც კვარას ადგილზე ბერიძის დაყენება, მამარდას ადგილზე ლორიას დაყენება და კიტეიშვილის ან ქოჩორას ადგილზე ალთუნაშვილის დაყენება რა ვქნათ ვიღაცებს ეს ბიჭები უფრო უყვართ და დავაყენოთ მაშინ სასტარტოში ჰაა რას იტყვით ნაცებო გაწყოობთ?? სასაცილოა უკვე თითზე ჩამოსათვლელებიც აღარ ხართ და რამის მოთხოვნის დროს მთელი საქართველოს სახელით მოსთქვავთ გეგონება თქვენს მეტი აღარავინაა ამ ქვეყანაში,,იყავით მთავრობაში და ვნახეთ რა დღეში ჩააგდეთ ფეხბურთიც და ყველა სპორტის სახეობაც, აგეყვავებინათ და თქვენც გეთამაშებინათ ის ხალხი ვინც აყვავებაში დაგეხმარებოდათ,ისტორიული დროება უდგას საქართველოს ნაკრებს გინდა თამაშით და გინდა შედეგებით და მთელი მსოფლიო თანხმდება რომ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და თქვენ როგორ ცდილობთ რო შემადგენლობა შეიცვალოს და გუნდში აირიოს რაღაცა ეს ხო თვალნათლივ ჩანს?? თქვენი მიზანი თუ საქმის არევა და ამ აწყობილი გუნდის დაშლა არაა რატომ ითხოვთ ცვლილებებს ესე თავგანწირვით? თქვე მოღალატეებო იმის გამო რომ კობიაშვილს პლიუსი არ დაეწეროს მზად ხართ ნაკრებში არეულობა შეიტანოთ ამ უაზრო მოთხოვნებით ხან ბუდუ ათამაშეთო ხან ქოჩორა გააკაპიტნეთო,ხან არაბიძე გამოიძახეთო ხან აზაროვი ათამაშეთო, არადა სანიოლი რა გადაწყვეტილებებსაც იღებს თითქმის ყველა მართლდება და დრო აჩენს რო სწორად იქცევა ყოველ ჯერზე მარა ეს მოღალატე ნაცები მაინც ვერ ისვენებენ ოღონდ სადმე რამე არეულობა და ზიზღი დათესონ
gel-100
20:08 08-10-2024
1
"აბრეზიჩი" ფორმაშია!!!
tngh
18:41 08-10-2024
0

სიახლეები პოპულარული