საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძე. ნაკრები სრული შემადგენლობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიკრიბება.

დღევანდელ ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვეკსირი ესტუმრა. უნგრული ნირეჰაზას და ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია და ვარჯიშს მომდევნო კვირებში განაახლებს.

შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.

ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან".

გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის.

უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად".

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანილმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

პლეხანოველს
ეგ ჩაწერილია ფსიქიატრთან, რიგმა არ მოუწია ჯერ. მოგეხსენებათ, საქართველოში რა ბევრს სჭირდება მსგავსი მომსახურება. :)
პლეხანოველი
სიმართლეს: კვარა ტრავმატოლოგთან იყო გამოკვლევაზე, თქვენ კი ბატონო ჩემო ალბათ ფსიქიატრთან უნდა ჩაეწეროთ!
simartle
კვარა რატო არ გამოცხადდა პირველ დღეს? მამარდა და ჩაკვე ნაკლები ბიჭები არიან? თან ამათმა შაბათს ითამაშეს და კვარამ საერთოდ პარასკევს! კვირა ორშაბათს რო ქონოდა თამაში კაი იფიქრებდი უნდა დაისვენოსო! ეს ვითომ ვარსკვლავური თავში ავარდნები ჯერ სხვები შეიკრიბნონ და მერე მე მივბრძანდები თემაა ალბათ. ტეხავს!
las
დიდი ალბათომით მოვიგებთ ამ თამაშს. მძიმე ვითარებასია უკრაინის ნაკრები ალბანეთს აუცილებლად მოვიგუებთ უკრაინას 3 შეხვედრაში თუ 4 ქულას დავდებთ კარგი შედეგია თუმცა წესით 6 უნდა იყოს

ქალთა ფეხბურთის მოძულე ერევან არარატის მოტრფიალე გველეს-იან არის?
ვაჟა მასწავლებელი
აქ უადგილოა ამის დაწერა, მაგრამ ქართველებს მგონი მართლა "გვაჟრიალებს": - ახლახან ამ საიტზე წავიკითხე, რომ საქართველოში საფეხბურთო ლეგიონერების რაოდენობა 33.3% აღწევს, მაშინ როცა საფრანგეთში 10.6% აღწევს. თუ ეს სიმართლეა - ასე ვერ ავფრინდებით!!!
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
გოჩოლეიშვილმა "ჩელსისთან" 70 წუთი ითამაშა - "კოპენჰაგენი" დამარცხდა
კონფერენს ლიგა. 1/8-ფინალი: გოჩოლეიშვილის გარეშე - "კოპენჰაგენი" "ჩელსისთან" ისევ დამარცხდა
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ - კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა - "კოპენჰაგენმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს