უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს, მესამე ტურში, უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შევხვდებით.

ურთიერთშეხვედრები

არიან ნაკრებები, რომლებთანაც უბრალოდ აქამდე არაფერი გამოგვივიდა და კარგი თუ ცუდი თამაშის მიუხედავად, ძირითადად, ვმარცხდებოდით. ერთ-ერთი ასეთი უკრაინაა. ახლა ამ ბალანსის დარღვევაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს თუნდაც ბულგარელებთან შევძელით. ჩვენ გუნდს დღეს ეს ნამდვილად შეუძლია!..

უკრაინელებმა ცხრიდან ექვს შეხვედრაში დაგვამარცხეს. ჩვენთვის განსაკუთრებულად გასახსენებელი და გულდასაწყვეტი 2006 წელს, კიევში გამართული შეხვედრა იყო, სადაც კარგ ბრძოლაში (2:3) წავაგეთ. "ჯვაროსნების" კარში გოლები
ლეგენდარულ ანდრეი შევჩენკოსაც გაუტანია და უკრაინელთა დღევანდელ მთავარ მწვრთნელ სერგეი რებროვსაც.

რაც შეეხება უკანასკნელ დაპირისპირებას (1:2 დავთმეთ), ის 2015 წელს შედგა. მაშინაც ნეიტრალურ მოედანზე, ამხანაგურად გავეჯიბრეთ. გიორგი ლორია, გურამ კაშია და ლაშა დვალი სასტარტოში იყვნენ.

საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო

Sportall.Ge

უკრაინელთა პრობლემები

თუკი საქართველოს ნაკრებში ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ადგილზეა, უკრაინელებს პრობლემები აქვთ. მეკარე ლუნინი (რეალი), ზინჩენკო (არსენალი), მალინოვსკი (ჯენოა), ციგანკოვი (ჟირონა) და მიკოლენკო (ევერტონი) ის გვარები არიან და ისეთ კლუბებში თამაშობენ, ქართველ გულშემატკივართა დიდი ნაწილი კარგად რომ იცნობს. რებროვს ახლა მათი შეცვლა მოუწევს. სიაში დაემატა დონეცკის "შახტარის" ძირითადი კიპერი დმიტრი რიზნიკი.

მეტოქის შემადგენლობა

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ ძლიერ კლუბებში გამოდიან და მათგან მეტ წარმატებას ელლდნენ როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მიმდინარე "ერთა ლიგაზე". აღსანიშნავია, რომ ევროპირველობაზე არ გაუმართლათ და 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილიც ვერ დაიკვეს.

"რეალის" კიპერის "შახტარის" წარმომადგენლით ჩანაცვლებაზე ვახსენეთ და რებროვის განკარგულებაშია "ბენფიკას" ასევე სასტარტო კარის დარაჯი, 23 წლის ანატოლი ტრუბინი; ინგლისის პრემიერლიგაში, "ბორნმუთის" შემადგენლობაში, მუდმივად თამაშობს 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი; 24 წლის მიხაილო მუდრიკის (ჩელსი) შესახებ ისედაც ყველამ იცის და 27 წლის არტემ დოვბიკმა, გასულ წელს ესპანეთში 24 გოლი რომ ჰქონდა, "რომაშიც" შედეგიანად დაიწყო.

ისინი "ერთა ლიგაზე"

უკრაინის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანელებს პრაღაში უმასპინძლა, უგებდა კიდეც, მაგრამ (1:2) დამარცხდა. უკრაინელები ბურთს მეტოქეზე მეტად ფლობდნენ, გოლის მცდელობაც უფრო ჰქონდათ, ამის მიუხედავად, კარში დარტყმების უპირატესობა ალბანელთა მხარეს იყო. 18 - 8-ზე იყო უხეშობის მაჩვენებელი, უკრაინელები ამაში გაცილებით სახიფათოდ გამოიყურებოდნენ და მათი სათამაშო ხასიათიც გამოჩნდა. რებროვის გუნდი ჩეხებს მოსალოდნელი გოლების ინდექსში მკვეთრად ჩამორჩა და ისევ (2:3) წააგო. საინტერესო იყო, რომ ჩეხებმა 5 გაფრთხილება საკმაოდ მოკლე დროში მიიღეს.

ჩაკვეტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია

Sportall.Ge

ჩვენი სტატისტიკა

საქართველოს ნაკრები წინ ორი ტური გამოკვეთილი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.

ყველაზე მეტი გოლი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა - 2. თითო შედეგიანი დარტყმა გიორგი მიქაუტაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის აქვთ. საგოლე პასების ავტორებსაც შეგახსენებთ - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა), კიტეიშვილი და ლოჩოშვილი.

იმედია, მორიგი წარმატება გველის!..

altჰეთ-თრიკის ავტორი დავითაშვილი ნაკრების სასტარტოში იქნება? - რას შეიძლება განიხილავდეს სანიოლი - როგორ ფორმაში ვართ...

მკითხველის კომენტარები / 21 /
ერთად-ერთი გუნდი იყო "დინამო" მოსკოვი, ვისთანაც საბჭოთა ფეხბურთში, საშინელი უარყოფითი ბალანსი გვქონდა და რომელიც მორალურად გვაგდებდა. მისი გახსენება ფეხბურთელებთან ერთად, არავის გვინდოდა. კიევის დინამოსთან" ლობანოვსკისა და ბლოხინის წლებში შეგვექნა უარყოფითი ბალანსი, თორემ საბოლოო ჯამში, ესენიც ჩვენი "ბულკები" იყვნენ. ცსკა და "სპარტაკი" კიდევ მეტნაკლებად გვიწევდა წინააღმდეგობას, დანარჩენებზე საუბარიც ზედმეტია.
გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2024 12:19
0
ქიმიაზე და მათემატიკაზე იმას გეტყვი,რომ როცა ქართველი სწორი მოწოდების სიტყვებს აბუჩად იგდებს ის რეგვენია მხოლოდ.იმედია ასეთების რეპლიკები გავლენას არ იქონიებს.
ილია
09 ოქტომბერი 2024 10:17
0
უხერხული მეტოქე იყო ყოველთვის ჩეხეთიც საქართველოსთვის მარა დღეს კი ხედავთ რა დღეში ყავთ ქართველებს ასე რომ უკრაინასაც ის დღე ელის რაც ჩეხებს.
უცხო
09 ოქტომბერი 2024 10:08
0
ჩეხეთს არასოდეს ვიყავით შენახვედრი ამ ევრომდე და არც არანაირი სტატისტიკა არ გვქონდა მაგათთან, პორტუგალიათანაც ერთი კინკილა ამხანაგური გვქონდა, უკრაინას კი 9 ჯერ შევხვდით განსხვავებას ვერ ხედავ?
123-ს
08 ოქტომბერი 2024 22:47
0
კომენტარებში სულ ბოდვა როგორ უნდა იყოს. ხაზგასმით წერია, სტატისტიკა ცუდია, მაგრამ ამ ბიჭებს შეუძლიათ ისევე შეცვალონ, როგორც ბულგარეთთანო. დამძიმება კი არა, დამატებითი მოტივაციაა.
ისტორია გადავწეროთ? ევროზეც პირველად გავიდნენ და მანამდე რომ არ ვყოფილვართ ეგეც დამატებითი მოტივაცია იყო!
ზვიადი
08 ოქტომბერი 2024 21:52
0
წარსული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არ იმუშავებს. ჩვენთვის რომელი მეტოქე არ იყო წარსულში "უხერხული"? რას ამბობ, ჩეხეთი და პორტუგალია ხომ სუგ გაგდებული გვყავდა ბუცქვეშ :))
123
08 ოქტომბერი 2024 21:14
1
რატომ ამძიმებთ ამ ბუჭებს სხვისი წაგებული თამაშების სტატისტიკით? მაშინ ისინი იყვნენ, ახლა ჩვენ ვართ და ჩვენი ყოფნა უნდა გავაფორმოთ. ვის აინტერესებს რა ანგარიშით ვაგებდით 10-15-20 წლის წინ? დღეის წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, აქეთ უნდა მოუწოდოთ ბიჭებს. გვეყო რამდენის ვიკანკელეთ ადრე მაგათ წინაშე, დრო შეიცვალა...
ჟორა
08 ოქტომბერი 2024 20:31
2
უკრაინა ფრიად უხეში და ათლეტური გუნდია. ურთულესი თამაში გველის. არც ალბანეთია ნაკლები. მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ!!!
tngh
08 ოქტომბერი 2024 18:35
0
რა მოსაგონია ჩვენი ნაკრები 2003-2022 სვარკა გუნდი იყო.
Levani
08 ოქტომბერი 2024 14:29
3
სვარკა თავის მოთამაშეებით ახლა რომ ლეგენდობა და ვარსკვლავობა უნდათ
ერი
09 ოქტომბერი 2024 15:35
0
მაგათგან იქნება მარწუხები და ფიზიკაში ჩვენი დამორჩილების მცდელობა.ჩვენ გააზრებულად უნდა ვარღვიოთ მაგათი მარწუხები და არ ჩამოვრჩეთ ფიზიკაში.
ილია
08 ოქტომბერი 2024 13:48
0
და ქიმიასა და მატემატიკაზე რას გვეტყვით?

ილიას
08 ოქტომბერი 2024 15:18
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული