"ქართველებს ჩვენი პირობები უნდა ვუკარნახოთ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ჯვაროსნების" დამარცხების "რეცეპტი" გამოწერა

AutoSharing Option
უკრაინის ნკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორობეიმ Sport.ua-სთან იმაზე ისაუბრა, რის ხარჯზე შეუძლიათ საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება.

"თუ უკრაინა ღრმად უკან ჩაჯდება, ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიჭერს და ქართველების გახსნას დაელოდება, არაფერი არ გამოვა. "შახტარმა" და "დინამომ" ამ სქემით თამაშს თავი უნდა დაანებონ, როდესაც ბურთს მხოლოდ პასის გამო ფლობენ. ეს საჭირო არ არის. აგრესიულობაა აუცილებელი, განსაკუთრებით შეტევაში. რაც უფრო მაღლა აწეულები ვიქნებით, მეტოქის კართან ახლოს, უფრო მეტი შანსი გვექნება, რათა რამე გამოგვივიდეს. მაშინ მომენტებს შევქმნით.

მგონია, მათ კართან ახლოს ჩვენი პირობები
უნდა ვუკარნახოთ. დაუშვებელია მათ ფლანგის ფეხბურთელებს გაქცევის საშუალება მივცეთ, რადგან ძალიან სწრაფი გარემარბები ჰყავთ. ვფიქრობ, დაზღვევა ორმაგი ან სამმაგი უნდა გვქონდეს, თუმცა ამისათვის ძალა და ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. აუცილებელია ფეხბურთელები ორივე ტაიმის ჩასატარებლად იყვნენ მზად. მარტივად, ტექნიკის და ვიღაცების სახელებით ახლა ვერ მოიგებ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

ამჟამად ამ მაჩვენებლებით ყველა ნაკრები პრაქტიკულად გათანაბრდა. არავის არ აქვს ინდივიდუალური უპირატესობა. არის ტაქტიკა, არის გუნდის მომზადება. აი, ამაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება".

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 11 ოქტომბერს პოზნანში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამან მაგარი მოხია.მივაპრესინგოთ,არ გავაქციოთ,იქვე გადავაზღვიოთ იმათსაჯარიმოში..ამას მართლა კერავს რასაც ლაპარაკობს თუ დათვრა და მისი ოცნების თამაში მოყვა?
Levani
00:30 09-10-2024
0
კვარაცხელიას და ჩაკვეტაძისნაირი მოაზროვნე ფეხბურთელები თქვენ არა გყავთ და რას ბაქიბუქობთ არ ვიცი! ფრე თუ გამოადნეთ, მადლობა გვითხარით!
მწვრთნელი
23:32 08-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული