"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ რუსულ "ჩემპიონატთან" უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრები ბოლო თამაშებში ძალიან კარგად თამაშობს. იმედი მაქვს, იგივე მოხდება უკრაინასთან მატჩშიც. მათი გუნდი ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს მათი ბოლო შანსია.

როგორც ვიცი, ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ, მაგრამ იოლ თამაშს მაინც არ ველოდები, რადგან ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ.

დამატებითი ინტრიგაა ასევე ისიც, რომ სპორტულ ასპარეზზე ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ყოველთვის ეჯიბრებოდნენ. ნაკრებები, კიევის "დინამო" თბილისის
"დინამოსთან"... იმედია, ერთ ქულას მაინც ავიღებთ და თუ მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია ერთ ქულას მაინ ავიღებთ. რა ცუდათ ჟღერს, დარწმუნებული ვარ ორი ბურთით მოვიგებთ მინიმუმ.
4
ეეეეე რა 1 ქულაას ????? მხოლოდ და მხოლოდ მოგება ! თანაც დიდი ანგარიშით ! იმიტომ რომ უკრაინის ნაკრები ამაზე სუსტი არასოდეს არ ყოფილა მითუმეტეს ამდენი ლიდერი აკლიათ
zura222
18:19 11-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული