როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს:

Whoscored: მამარდაშვილი 6.0 , კაკაბაძე 6.9, კაშია 7.0, გველესიანი 6.2, დვალი 6.4, ლოჩოშვილი 5.8, ქოჩორაშვილი 6.5, კიტეიშვილი 6.3, ჩაკვეტაძე 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.3, შენგელია 6.2, დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე 6.1

Sofascore: მამარდაშვილი 6.6, კაკაბაძე 6.7, კაშია 7.1, გველესიანი 6.9, დვალი 6.7, ლოჩოშვილი 6.4, ქოჩორაშვილი 6.8, კიტეიშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 6.8, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 6.8, შენგელია 6.8, დავითაშვილი 6.6, ზივზივაძე 6.5.

Flashscore: მამარდაშვილი 6.2, კაკაბაძე 6.7, კაშია 7.1, გველესიანი 6.5,
დვალი 6.5, ლოჩოშვილი 6.3, ქოჩორაშვილი 7.1, კიტეიშვილი 7.0, ჩაკვეტაძე 6.5, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 6.5, შენგელია 6.3, დავითაშვილი 6.3, ზივზივაძე (შეფასების გარეშე).

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთთან ჩაატარებს, რომელსაც დღეს ჩეხეთმა 2:0 მოუგო.

altსაქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 32 /
დავიწყოთ იმით, რომ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. დღევანდელი მატჩის ლოგიკური შედეგი კი, უფრო ფრე იქნებოდა ჩემი აზრით. თუმცა დასაფიქრებელი და გასააზრებელი კი არის დღევანდელი შედეგი. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ გუნდს სჭირდება ე.წ გეგმა ბ. არ შეიძლება ყველა გუნდთან და ყველა მოცემულობაში ერთნაირად ითამაშო. ასეთ ძალისმიერ გუნდებთან და ასეთ მოედანზე ტექნიკურ გუნდს ყოველთვის გაუჭირდება. მითუმეტეს კარგად კეტავდნენ უმეტეს წილად ზონებს და ახლოდან ეთამაშებოდნენ ფეხბურთელებს. სისწრაფეშიც აშკარად დაგვიჩაგრეს მცველები. ასეთ მეტოქეებთან და ასეთ მოედანზე საჭიროა გყავდეს შორეული დარტყმების და სტანდარტულების კარგი შემსრულებელი. ფაქტია ვერც უკრაინამ ვერაფერი ვერ შექმნა. გარდა შორეული გასროლისა. ბიჭებიც რაღაც დემორალიზებულნი იყვნენ. შეცდომები პასებში, შეცდომები ამოტანაში. ყველანი თითქოს ინდივიდუალიზმის ხარჯზე ცდილობდნენ გასვლას. შორიდან დარტყმაც გველესიანის გარდა ვერავინ გაბედა. ძალიან ძალიან გვაკლია სტანდარტულების კარგი სტაბილური შემსრულებელი. ქიტეს რამოდენიმე კარგი პასი ჰქონდა. საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია. თუმცა ვერ იყო ისეთი პროდუქტიული, როგორც მივეჩვიეთ. ჩაკვეს მგონი მაისურზე ეჩალიჩებოდნენ და იმედია აჩუქათ თამაშის ბოლოს. ქოჩორას ძალიან კარგი პასი იყო ასევე მიქაუტაძეზე, რომელმაც უბრალოდ ფიზიკურად წააგო მასზე ძლიერ ორ უკრაინელთან. საერთო ჯამში მცდელობა ბიჭებს ნამდვილად არ დაუკლიათ, თუმცა ეს ყველაფერი იყო ქაოტური და არ იყო შეთამაშებული როგორც მათ სჩვევიათ. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ყველასთან ნაცადმა ტაქტიკამ უკრაინელებზე და ასეთ საშინელ მინდორზე არ გაამართლა, ამიტომ ყველა ცდილობდა ინდივიდუალიზმის ხარჯზე მოეპოვებინა რაღაც უპირატესობა. წარმატებები საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
04:18 12-10-2024
4
ჩაკვე იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და ისიც ძირითადად პირველ ტაიმში.
კიტეც ასევე ძირითადად პირველ ტაიმში აქტიურობდა.
მეორეში ისე თამაშობდა თითქოს ტრამვა ჰქონდა და გამხელის რცხვენოდა.
მამარდამ ჩააგდო.
დაცვამ ჩააგდო, ნახევარდაცვამ ჩააგდო (კიტეს გარდა)
ქოჩორაშვილს ზედიზედ ორი გოლი მგონი თავში აუვარდა და ზედმეტების თავის თავზე აღება დაიწყო.
თავდასხმა მე არ დამინახვს.
კვარა კატასტროფა.
სანიოლი პრიმიტივი. მაგრად გაუშიფრეს დღე ეს გადაღეჭილი 5-3-2,
შეცვლებმა ვერაფერი ვერ შეცვალეს.
მოედანი, როგორც ჩანს, მარტო ჩვენთვის იყო ცუდი, თორემ იმათ პასი, დარტყმა ან რამე შეშლოდეთ რაღაც ვერ შევამჩნიე.
M-33
01:22 12-10-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული