პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. 35-ე წუთზე კი მუდრიკმა უკრაინელები დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას პასის მერე ქოჩორაშვილმა ვერ გაიტანა და პირველი
ტაიმი 1:0 დასრულდა.

პოზნანი. „ენეა“
უკრაინა - საქართველო
გოლები: 1:0 მუდრიკი (35)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altშედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

მკითხველის კომენტარები / 24 /
კვარაცხელიამ კუთხურების მაღლა აწევა არ იცის და ჯარიმებს ურტყავს კოსმოსში
ჟორა
00:19 12-10-2024
6
არ არის საჭირო საკუთარ მოედანზე ბურთის ღეჭვა. წინა თაობა, ძირითადად ასეთი შეცდომების გამო უშვებდა გოლს.
მწარე
23:52 11-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული