პირველი წაგება ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. 35-ე წუთზე კი მუდრიკმა უკრაინელები დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას პასის მერე ქოჩორაშვილმა ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი მიქაუტაძეს მიეცა, მაგრამ მან ბურთი კარს ააცილა. მერე მუდრიკს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. სანიოლმა ჯერ ლოჩოშვილი შენგელიათი, ხოლო შემდეგ ქოჩორაშვილი დავითაშვილით შეცვალა. ჩვენს გუნდს მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, მოედანზე გველესიანის ნაცვლად ზივზივაძე შეუშვა. 89-ე წუთზე დავითაშვილის გოლი არ ჩაითვალა, ვინაიდან იქამდე კვარაცხელიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთთან ჩაატარებს, რომელსაც დღეს ჩეხეთმა 2:0 მოუგო.

პოზნანი. „ენეა“

უკრაინა - საქართველო 1:0
გოლი: მუდრიკი (35)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი (ზივზივაძე 82), დვალი, ლოჩოშვილი (შენგელია 80), ქოჩორაშვილი (დავითაშვილი 71), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altშედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

მკითხველის კომენტარები / 47 /
რა ამბავია ასეთი ცენზურს , რა დავწერე ისეთი რომ ბლოკავთ....
მაგრად არ მინდოდა ამ გუნდთან წაგება
ელა ესენი დაიწყებენ ქართველებმა როდის მოვიგოოო
ჯონი
01:46 12-10-2024
1
ოდითგანვე Სანამ ქართველები ქურდულს აწვებოდნენ, თამადობდენ ბუასილის აკიდებამდე და ვენებში იბაბანებდნენ უკრაინელები სულ იყო ჯანმრთელი ნაცია.შესანიშნავი მსუბუქი ათლეტიკის ბაზა და სპორტსმენები ჰყავდათ.
Სემიჩკის ჭამა უბანში
01:43 12-10-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული