სერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ - წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა თუ არა. მაშინ მოედანი სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ვიდრე ამჟამად. სტადიონი კარგია, მაგრამ ახლა ასეთი ამინდია.

კალიუჟნი? არაფერია სალაპარაკო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბურთს ართმევდა,
გუნდზე ბევრს მუშაობდა. მარტო ის არა, ყველა, ვინც გამოვიძახე, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს.

სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გვჭირდებოდა. დღეს ეს ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველებმა გავიტანეთ, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

მუდამ, როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფებით, თავდამსხმელი უნდა ვეძებოთ. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი არავის არ აძლევდა ბურთს. უბრალოდ ხანდახან ჩვენი საყრდენები ვერ ასწრებდნენ. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. მატჩს გავაანალიზებთ.

რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან? ერთმანეთს დავუყვირეთ. მართლაც ყველანი ძალიან ვნერვიულობდით შედეგის გამო. ცოტა ვიყვირეთ, ეს პრობლემა არაა.

კვრაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური მეურვეობა? საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით ჩვენი საჯარიმოსკენ სახით რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი, ამიტომ ახლოს ვეთამაშებოდით. როგორც დაინახეთ, მეორე ტაიმში ხვიჩა სიღრმეში იხევდა. ეს ჩვენთვის უკეთესი გახლდათ, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური უნარების მქონეა".

მკითხველის კომენტარები / 23 /
რამ დაგბოღმათ ასე თქვენი....წავაგეთ ბრძოლაში უკრაინასთან, რომელიც ლამის 50 საფეხურით წინაა ფიფას რეიტინგით, აბა რა გინდათ! ყველა თამაში მოვიგოთ!! ეგრე არ ხდება, ხან წააგებ-ხან მოიგებ...ამ უკრაინის მაინც რა ზუბი გაქვთ ასეთი-ისინი შეძლებისდაგვარად ჩვენს საერთო მტერსაც ებრძვიან და ფეხბურთის თამაშსაც ახერხებენ, რაღაც დონეზე,რაღაც არ მახსოვს აქ ასეთი აგრესია,როდესაც ესპანეთის ნაკრებმა გაგვანადგურა 7-1 და 4-1. თამაშის დროს რაღაც წაკინკლავება მოხდა და წევიდა უკრაინელების გინება....კიდევ, სტადიონი ორივე გუნდისთვის მძიმე იყო ხომ ფაქტია,ე.წ.დაჭერობას რაც შეეხება-ეტყობა თვალები მიხატული გაქვთვ ვინც ამაზე აპერირებთ-ჩვენებმაც 4 გაფრთხილება უხეშობისთვის მიიღეს,საერთო ჯამში სულ 23 ჯარიმა იყო და აქედან 11 ჩვენი და 12 უკრაინის, ასევე ნათლად გამოჩნდა რა სუსტი დაცვაც გვყავს,მუდრიკმა როგორ ქორივით ჩაუქროლა ჩვენს ცენტრალურ მცველებს...კი ბატონო ქოჩორამ ბევრი მოინდომა- საჯარიმოს წინ მატაობა, მაგრამ მცველებს და მეკარეს ხომ უნდა დაეზღვიათ და რაც მთავარია ტაქტიკურად პირწმინდათ წააგო სანიოლმა, ასეთი მრისხანე შემტევებით უნდა მოახერხო,რომ ერთხელაც ვერ დაარტყა კარში სახიფათოდ და შეცვლები მე-80 წუთზე დაიწყო. უკრაინამ კი გაიტანა თუ არა გოლი ეგრევე გადაეწცო დაცვიდან თამაშზე, დათმო ბურთი და ფაქტიურად მეორე შემადგენლობისა კლასის ხარჯზე მოგვიგო...ახლა უკრაინის და უკრაინელების გინება კი არა აუცილებელია, როგორმე ალბანეთის დამარცხება, ტორემ ისევ იქ აღმოვჩნდებით, სადაც ა.წ. მარტში ერთა ლიგის ფინალამდე ვიყავით.
ზურა
13:45 12-10-2024
4
მთელი თამაშის მანძილზე ვკითხულობდი რატომ მხოლოდ ჩვენებს უსრიალდებოდათ ფეხი?
მზია
12:53 12-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული