"მძიმე მატჩში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ" - კიტეიშვილი უკრაინასთან შეხვედრაზე

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. 

"მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით.

ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის
თამაში.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ", - თქვა კიტეიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აზერები მალე გაუშვებენ თავის მწბრთნელს სანტუშს. აი ეგ კაცი, ჩვენთვის დახატული იქნებოდა.
მალხაზ ჯობავა
12:39 13-10-2024
0
თავიდან და საერთოდაც გიჭირდათ მძიმე მოედანზე თამაში. მინდორი სპეციალურად იყო წინა დღეებში დაჭაობებული რომ თამაში გაგჭირვებოდათ. ბუცები უკრაინელებს შერჩეული ქონდათ წინასწარ და მძიმე მოედანზე სირბილისათვის მომზადებულებიც იყვნენ. ასეთ “ ეშმაკობას” უკარაინელები ადრეც მიმართავდნენ დინამოელების მიმართ. ქოჩორამ ბურთი ზუსტად ფეხის წაბორძიკებით მინდვრის გამო დაკარგა. არა უშავს, საერთო ჯამში არაფერი დაუთმეთ უკრაინელებს და არც წაგებას ვიმსახურებდით. მოგებებს ხან წაგებაც მოყვება, ეს ფეხბურთია და მთავარია წინ სვლა განვაგრძოთ. მადლობა ბიჭებო და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
17:23 12-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული