ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
"თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის.
ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ.
რაც შეიძლება მალე
უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია", - თქვაა კაშიამ.
შენ გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და ვერანაირად ვერ ამიხსნია გოლის ეპიზოდში რატომ დაუფარე მარცხნივ მუდრიკს და გაუშვი ცენტრისკენ? წესით უკვე სისხლში უნდა გქონდეს, თადამსხმელი გააგდე ცენტრიდან- ბროვკაზე! ან ბოლო-ბოლო არ დაარტყმევინო თავისუფლად, მოჩეხე!
ხახოლები ხომ გამარჯვებისთვის ყველაფერს კადრულობდნენ. მოედანზე ბავშვობის დროინდელი "დაჭერობანა" იყო გაჩაღებული. ან "ექვსშიპა", თანაც გრძელი შიპებით, მაგ ყანაში რატომ არ ჩაიცვით? დაცვას და ნახევარდაცვას აუცილებლად უნდა გცმოდათ! ქოჩორაშვილს, საყრდენს მითუფრო!
თქვენ მასეთ საღორეში თამაშის გამოცდილება თუ გქონდათ, ალბათ აღარც გახსოვთ, მგრამ ვიღაცა ჩვენი მხრიდან ხომ იყო მოედნის მისანახულებლად? რატომ არ გაცნობათ?!
ერთი სიტყვით ხახოლებმა სათავისო პირობებში გამყოფეს. როგორც ყოველთვის იყო "ბეი-ბეგი":გათამაშეს, და კიდევ აქეთ ბლატაობენ.
დროებით დაივიწყეთ ეგ კოშმარი. ორ დღეში თამაშია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო! რაც შეეხება ხახოლებს მაგათი დრო კიდევ მოვა!!!
P.S.რატომღაც ასე მგონია ხახოლები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავლენ!!!