როგორი შეფასებები მიიღო კაშიამ "სიტისთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სლოვანი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ. მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა:

Sofascore 6.7, flashscore 6.6, Whoscored 6.5.

ბრატისლავური გუნდის რიგებში საუკეთესოდ მეკარე დომინიკ ტაკაჩი აღიარეს. "სლოვანი" ორი ტურის შემდეგ უქულოდაა და 22 ოქტომბერს სტუმრად "ჟირონას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული