ჩხუბი ქართველ და უკრაინელ ფანებს შორის - მატჩის დასრულების შემდეგ დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Gazzetta Georgia სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრებების რამდენიმე გულშემატკივარს შორის ჩხუბი მოხდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საქმე არა მასობრივ ჩხუბთან, არამედ რამდენიმე ფანის დაპირისპირებასთან გვაქვს, რომლებიც სტიუარდებმა მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ხახოლი, ყველგან ხახოლია. სტალინის გამო, დასავლეთის უკრაინელები, ქართველებს ვერ გვიტანდნენ. უჟგოროდში, ივანოფრანკოვსკში(ლვოვში არა, იქ რუსი მეტი იყო) იცოდნენ რა ქართველის ფიცხი ფეთქებადი ხასიათი, პროვოკაციებზე იწვევდნენ ქართველებს. სათამაშო მინდვრებსაც, თამაშის წინა ღამეს წყლით ასველებდნენ, გრიშა გაგუას აქვს მოყოლილი, ერთერთ უკრაინის ქალაქში, სადაც მაშინდელ თბილისის დინამოს რომ უნდა ეთამაშა, იმ სტადიონის მუშას, ეროვნებით სომეხს უთქვამს: გუშინ მთელი ღამე, სახანძრო მანქანებით წყალს ეზიდებოდნენ და მინდორზე "წვიმის" სახით ღვრიდნენო. ჩვენებს "ტეხნიკურებს" წაუგიათ ის თამაში. ისე პოლონელებიც კაი ხვითოები არიან. ფულის გამო ყველაფერს გაყიდიან.
ავაზა
14:46 12-10-2024
31
მოეშვით ამ ცინიზმს და ვითომ პოლიტიკასთან დაკავშირებას. ესეთი ძიძგილაობა ჯი არა უარესი ჩხუბები ხდება ფანებს შორის, თანაც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ადრე ლივერპული ევერტონის თამაშს ვუხურებდი ინგლისში და ისეთი ამბავი ატყდა ძლივს გამოვაღწიე. სულ ნეიტრალ ნეიტრალ ვიძახოდი, მაგრამ მაინც მომხვდა) .ეხლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, მთელი ყურადღება ალბანეთთან დაპირისპირებაზე უნდა იყოს.
დავით 67
17:13 12-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული