"ჩაკვეტაძის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი?" - უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა გიორგის მაისურით დაჭერაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენი გუშინდელი მეტოქის რიგებში დებიუტი ჰქონდა "ოლექსანდრიას" 26 წლის ნახევარმცველ ივან კალიუჟნის, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი ჩაკვეტაძე მაისურით დაიჭირა და ამის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ კალიუჟნიმ MEGOGO-სთან კომენტარი გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ოცნება იყო. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის. ასევე მადლობას ვუხდი კლუბის მწვრთნელს, რომელმაც მომამზადა. ეს ოცნება ახდა. მატჩის წინ გადაწყვეტილი მქონდა გავსულიყავი და მხოლოდ მოგებისთვის მეთაშა.

ჯგუფის ლიდერი საქართველოა. მათ წინააღმდეგ
თამაში ადვილი არცერთი მეტოქსითვის არ არის და ამის გამო ეს ყოველივე მით უფრო საინტერესო იყო. ვიმედოვნებ, რომ მწვრთნელის ყველა მითითებას შემდეგშიც შევასრულებთ.

ჩაკვეტაძესთან ეპიზოდის შემდეგ ყვითელი ბარათი? - არ არის კარგი, როდესაც ნახევარმცველი გაფრთხილებას იღებს. ეს არ უნდა მომხდარიყო. შემდეგ ჯერზე იმდენს არ დავარღვევ, რომ არ ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ ვითამაშო მთელი მატჩი უფრო ფრთხილად", - თქვა კალიუჟნიმ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შემძულდნენ უკრაინელები, ოღონდ იმიტომ არა რომ წავაგეთ. იმიტომ რომ თავხედები არიან და ძალიან უხეშად გვეთამაშებოდნენ
აზრი
00:43 13-10-2024
9
ძალით წააგეს ჩვენებმა ცხადზე ცხადია ეგ, დადექით ეხლა და უბალეშიკეთ. არც ერთი არაა მაგის ღირსი
zura222
18:31 12-10-2024
104

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული