"იმედია, თბილისში გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც პრაღაში ვერ გავიტანეთ" - ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ალბანეთის ნაკრები სტუმრად ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა და მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ჩეხეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ალბანელთა ნახევარმცველმა ნადიმ ბაირამიმ (რეინჯერსი) გააკეთა:

„ვიცოდით, მასპინძლები ძალიან აგრესიულები იქნებოდნენ და სწრაფი გოლი გაგვიტანეს. 10-15 წუთის მერე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ, გრძელი გადაცემებით გვიტევდნენ, დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ. ჩვენი შეტევის და დაცვის ხაზი უკეთესი იყო. მათ ვერაფრით ვერ გვაჯობეს, მაგრამ მარცხი განვიცადეთ. ასეთია ფეხბურთი. გადაადგილება და 3-4 პოზიციაზე მოქმედება
მიწევდა. მეათე ნომერი ვარ, თუმცა ფლანგზე თამაშის წინააღმდეგი არ ვარ. ისე, ჩემს პოზიციაზე გარჯა მირჩევნია. დღეს ვცდილობდი მირლინდ დაკუს დავხმარებოდი. სადაც მწვრთნელი დამაყენებს, იქ ბოლომდე დავიხარჯები.

საქართველომ წააგო და ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. ორ დღეში შემდეგი მატჩი გვიწევს და იმედი მაქვს, გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც პრაღაში ვერ გავიტანეთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტავ სამაგალითოდ გადაგიაროთ!
5-0 მაინც.
რომ დიდხანს აღარ იბლატავოთ.
მანფრედ კალცი
14:54 13-10-2024
0
თქვენ ალბანეთშიდაც გვემუქრებოდით.მე ვფიქრობ ალბანელებს მოუგებთ.და უკრაინელებზე ადრე დავწერე.ბოლო 30 წელი არ მოგვიგია უკრაინელებისთვის და მემგონი სახლში გავთხრით აუცილებლად.მერე აგარ იკნება საუბარი ცუდი მინდორი იყო.აბა ბიჩებო დაივიწყეთ ეგ წაგება.და თავ აწეულები გადით მინდორზე და ამოაყირავეთ ალბანელები.
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული