გიორგი მამარდაშვილი: ეს ფეხბურთი არ იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

„პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო - მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო.

არ მგონია, რომ კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. ამიტომ ახლა გუნდისთვის წაგებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთიანობის შენარჩუნება გვმართებს.
მოდით, ერთად ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც ყველა ქართველს აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იგივე დავწერე სანამ მამარდა თვითონ იტყოდა. ეტყობოდა ნახტომს რომ ადგილიდან ვერ გადახტა ისე როგორც შეეძლო, ეს ნათლად ჩანდა. ისეთ დარტყმულს 10-დან 10 აიღებდა. ერთ მომენტში კი ბურთის ფეხით შეტანის დროს ფეხიც გაუცურდა კინაღამ დაეცა. მოედანი წინასწარ დააჭაობეს და თვითონ მოემზადნენ შესაფერისად. ასე მოურინიომაც გააკეთა ჩელშიში რომ იყო. წარმატება მამარდას.
G.LA
06:15 13-10-2024
0
კი, ეგრე იყო. ლოხი მეკარე არც მაგათი ტრუბინია, მაგრამ გადაახვიეთ და ნახეთ - დავითაშვილის გოლზე, დარტყმასაც ხედავდა, საშუალოზე სუსტი დარტყმა გამოუვიდა ზურიკოს, ტიპს გადახტომა კი არა, დაწოლა სჭირდებოდა და ... დაეცა.
დდდ
02:55 13-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული