გიორგი მამარდაშვილი: ეს ფეხბურთი არ იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

„პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო - მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო.

არ მგონია, რომ კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. ამიტომ ახლა გუნდისთვის წაგებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთიანობის შენარჩუნება გვმართებს.
მოდით, ერთად ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც ყველა ქართველს აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას წერთ იმ გოლს რომელიც გავიდა, ქოჩორას ფეხი აუსრიალდა ზუსტად ტალახზე და მამარდასგან მაგ ბურთის აუღებლობაც ტალახზე ასრიალება იყო, თორემ რა აუღებელი ბურთი მაგ იყო, ასეთები აუღია ჩვენ ავაზას?
ხოდა ნუ ტკენთ ახლა ჩვენ ოქროს ბიჭებს გულს, წინ დიდი გამარჯვებები გველის, აცადეთ უნდა მოემზადონ.
მარი
12:32 13-10-2024
0
ბატონებო, წინა დღით კაპიტნის ვარჯიშს რომ ეძახიან ხომ ჩაატარეთ? მაშინ როგორი იყო ბალახი? რა, მის შემდეგ მორწყეს მინდორი? ბუცებს კი შიპებს თამაშზე გასვლი წინ არ აჭედებენ. ისე გამოგდით "ცუდ მოცეკვავეს...
ჟორა გაბრიჭიძე
11:27 13-10-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული