მარცხიდან მალევე ლიდერი კვარაცხელია და ბიჭები განსაკუთრებით მოინდომებენ! - მსოფლიოზე გასვლის შანსები და ვინ შეცვლის "ქოჩორას"...

AutoSharing Option
უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ, "ერთა ლიგის" მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს - ორშაბათს, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე".

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ვილი სანიოლის ფეხბურთელები ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე არიან და იმედია, ამ პოზიციას ნოემბრის ჩათვლით შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, მომდევნო თვეში, ჯერ უკრაინას ბათუმში უნდა დავუხვდეთ, ბოლოს კი ჩეხეთში ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე დეტალურად დავწერეთ. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, "ერთა ლიგაზე" ჯგუფის მოგება ისაა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ამით მომავალ ტურნირზე "ა" დივიზიონში გადავინაცვლებთ.

ალბანელებმა ზედიზედ ორი
შეხვედრა დათმეს. სილვიონიოს გუნდს დასკვნითი ორი დაპირისპირება საკუთარ მოედანზე აქვს და ამის ძალიან ეიმედებათ, თავიანთი შანსებისთვის კი თბილისშიც იბრძოლებენ. სექტემბერში ტირანაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით (1:0) მოვიგეთ, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია. ალბანელებს ქართველებთან 2005 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, "ჯვაროსნებს" მათთან წარმატების მიღწევა არასდროს უჭირდა.

"ქოჩორას" არყოფნაში "კიტეს" მნიშვნელობა გაიზრდება

Sportall.Ge

დისკვალიფიკაცია ვახსენეთ, რაც ნახევარდაცვაში ცვლილებას ნიშნავს. მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უფრო სიღრმიდან ითამაშებს, სასტარტოში კი ზურიკო დავითაშვილის ადგილი გამოიძებნება. ამ ვითარებაში, ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ცვლილებას მარცხენა ფლანგზეც ველით, სადაც გიორგი წიტაიშვილი უნდა გამოჩნდეს. ალბანელთა შეტევაში ყაზანის "რუბინის" 26 წლის თავდამსხმელი, მირლინდ დაკუ იქნება. მან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, დისკვალიფიკაციის მიღებაც მოასწრო და შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ახლა, ჩეხეთთან გამოჩნდა.
მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ასლანი და "რეინჯერსის" შემტევი ბაირამი სახიფათონი არიან.

მარცხიდან რამდენიმე დღეში, ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვებას მიაღწიონ!.. შეხვედრას ძალიან ცნობილი არბიტრი, ნიდერლანდელი მაკელიე გაუძღვება.

P.S. ავტორისგან: დღეს ვილი სანიოლისა და ალბანელთა მწვრთნელ სილვინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება, მასზე დასწრებას კი აკრედიტაციის არქონის გამო ვერ ვახერხებთ. დეტალებს მკითხველებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ისაა, რომ ეს ყველაზე რეიტინგული (Top.ge-ს მიხედვით) სპორტული საიტის თავს ხდება, რომელმაც შემდეგ ეს ინფორმაცია სხვა გზით უნდა მოიპოვოს. ფაქტია ისიც, ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა მიზეზს ჩვენ ვერ ჩავწვდით და თუკი ამაზე პასუხი მკითხველებს აქვთ, შეუძლიათ, კომენტარებში დააფიქსირონ.

altრატომ წავაგეთ? - ამ კუთხით მხოლოდ მოედანსა და ერთ შეცდომას რომ არ დავაბრალოთ...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ალბანია გამწარებულია და მაგრა დაგვიდგება, არამგონია რო ჩვენებმა მოიგონ, ნუ ეხლა არა ვართ რა სუპერ გუნდი.
zura222
13:14 13-10-2024
0
--------------------------მამარდაშვილი----------------------------
--------გოგლიჩიძე----------დვალი ----------ლობჟანიძე ------------
-------კაკაბაძე -------ჭაკვეტაძე -------კიტეიშვილი -----წიტაიშვილი- --
--------------დავითაშვილი--------------კვარაცხელია------------------
----------------------------ზივზივაძე----------------------------------
ერთჯერ ხომ შეიძლება, რომ ცოტა გავრისკოთ. სახლში ვთამაშობთ, მისაღებ მეტოქესთან, რომელიც მაინცდამაინც შეტევებით ვერ აგვიკლებს. უფრო თავად ჩაჯდება საკუთარ ნახევარზე და დაგველოდება. რა იქნება დავაყენოთ ბიჭები, რომელთაც ბურთის დაჭერა შეუძლიათ და დომინანტური, შემტევი ფეხბურთის გაგორება ვცადოთ. მთლად ესპანეთი თუ არა, ცოტა რომ წავუპორტუგალიოდ, ან წავახორვატიოდ მაინც. მართალია ის, რომ ასეთ ფეხბურთს შეთამაშებული და მაღალი დონის დაცვის ხაზი სჭირდება, თავისი ფეხით მოთამაშე მეკარით, მაგრამ ერთჯერაც ვცადოთ. იქნებ მაგ ჯიშისაა ჩვენი ფეხბურთი. ჩვენ ხომ ჯერაც საკუთარი ხელწერის ძიებაში ვართ. სავარაუდოდ სანიოლი ამას არ იზამს, ის ამისთვის ზედმეტად ფრთხილია. მეტადრე თავად დათმობს ბურთს, დატვირთავს ცენტრს და უფრო დაელოდება მომენტს, ნალოლიავებ დაცვით სისტემებს კი ხელს არ ახლებს. გარკვეულწილად ამან იმუშავა.მაგრამ საქმე იმაშია , რომ ჩვენ აღარ ვართ მოულოდნელობა. მეტოქეები უკვე სხვა თვალით გვიყურებენ. არის საშიშროება იმისა, რომ რაღაც დროს აღარ იმუშავებს ის , რასაც აქამდე შედეგი მოჰქონდა. იქნებ ამიტომაც არის კარგი დრო, ამ ერთა ლიგის შემდეგ ახალი მწვრთნელი, რომელიც ახალ ციკლის განმავლობაში თამამი საკუთარ თამასას გვაპოვნინებს? იქმნება შთაბეჭდილება, რომ სანიოლმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ჩვენი ნაკრების განვითარების ამ ეტაპისათვის.
ამატაკი
12:58 13-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული