გიორგი მამარდაშვილი: ეს ფეხბურთი არ იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

„პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო - მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო.

არ მგონია, რომ კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. ამიტომ ახლა გუნდისთვის წაგებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთიანობის შენარჩუნება გვმართებს.
მოდით, ერთად ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც ყველა ქართველს აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას წერთ იმ გოლს რომელიც გავიდა, ქოჩორას ფეხი აუსრიალდა ზუსტად ტალახზე და მამარდასგან მაგ ბურთის აუღებლობაც ტალახზე ასრიალება იყო, თორემ რა აუღებელი ბურთი მაგ იყო, ასეთები აუღია ჩვენ ავაზას?
ხოდა ნუ ტკენთ ახლა ჩვენ ოქროს ბიჭებს გულს, წინ დიდი გამარჯვებები გველის, აცადეთ უნდა მოემზადონ.
მარი
12:32 13-10-2024
1
მთავარია ვიბრძოლეთ. მე დავინახე სულისკვეთება ერთმანეთისთვის როცა კვარამ ქოჩორას თავზე აკოცა და გაამხნევა. ჩვენ შეიძლება ტაბლოზე დავმარვხდით მაგრამ გავიმარჯვეთ იმით რომ ერთმანეთი გიყვართ და აფასებთ. არაუშავს გიო გუშინ ვერ მოიგერიე ერთი და მეორე რომ აუღე იგივე მუდრიკს შენი წილი გოლის გატანის ტოლფასი იყო. თქვენ ისე გააგრძელეთ როგორც აქამდე არაა პრობლემა. 11 თამაშში მგონი მესამე მარცხი იყო. 1 ფრე და 7 მოგება. (მგონი არ ვცდები). 11 დან 7 მოიგეთ კიდევ და დამიჯერეთ არავინ არ გაგკიცხავთ. ღმერთი თქვენსკენ. ეს წაგება არაა ტრაგედია. ტრაგედია ის იქნებოდა რომ დაშლილიყავით და აღარ გებრძოლათ მოსაგებად. გფარავდეთ უფალი
რომან ბეჟანიძე
01:10 13-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული