ვილი სანიოლი: უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.

ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს
და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია.

ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე თავი დაღლილობამ იჩინა და მცირე პრობლემაც ამით იყო გამოწვეული. ასე რომ, კიტეიშვილი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდით რა ბიჭებო, ისევ თქვენ შეუბერეთ ქართულად, იფრინეთ და გაგვახარეთ, თორემ ეს კაცი რაღაც შეგრძნებებზე და ფედერაციის კარგ მუშაობაზე გვაბოლებს. შეჭამეთ ალბანელები ერთხელ და სამუდამოდ!!!!
არ მჯერა ამ კაცის
21:58 13-10-2024
1
რაღაც ძალიან არ მომეწონა ეს წაგება, ვეჭვობ უკრაინელებს რამეში გამოადგეთ ეგ სამი ქულა, თუ მათ კალენდარს გავითვალისწინებთ, გათამაშების საბოლოო ცხრილში კი საქართველოსთვის ნეგატიური შედეგით არ აისახოს, მხოლოდ პირველი ადგილი გვინდა და ჩეხეთი , ალბათ ჩვენი ძირითადი კონკურენტი ჩასაფრებულია, და თანაც, ბოლო თამაში მათთან გასვლა გვაქვს. ისედაც არა მარტო ქულებს, არამედ ბურთების შეფარდებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც პირველი ადგილი დავიკავოთ ჯგუფში შემდეგ პლეი-ოფში შეხვედრებისათვის
ამხანაგი მაო
21:49 13-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული