ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:1 დამარცხდა

ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. "ჯვაროსნები" ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ალბანელები ასლანიმ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ბაირამიმ ვერ გამოიყენა კარგი შანსი. მეტოქე უნარიანად იცავდა თავს, თავისუფალ
ზონებს არ ტოვებდა და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდა. საქართველოს ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა: მიქაუტაძეს სტრაკოშამ არ გაატანინა, ზივზივაძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და ზედიზედ მეორე მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სახლში უკრაინასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ალბანეთი 0:1
გოლი: ასლანი (48)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81), დავითაშვილი (შენგელია 90+5), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 223 /
პროფესიონალი ფეხბურთელები ნაკრებში: მამარდა , ქოჩორა, ჩაკვე, კვარა, კიტე. დანარჩენი მოყვარულები.
რა ხდება
17:56 15-10-2024
2
გუნდის შედეგები სტაბილური რომ იყოს,სტაბილური შემადგენლობა და ყოველ პოზიციაზე,სულ ცოტა ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი უნდა გყავდეს.არც ქოჩორას,არც ჩაკვეს და არც კიტეს სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს და მათ არ ყოფნაში ტაქტიკური ცვლილებები ხდება აუცილებელი,თანაც ნებისმიერ შემთხვევაში,უკვე წინასწარ გარანტირებულია,რომ ეს ვარიანტი უარესი იქნება,საწყის სამეულზე.ქოჩორა ამოვარდა და ეს აშკარად დაგვეტყო შეტევაშიც და დაცვაშიც.გოლიც მისი პოზიციიდან გავიდა და შეტევაშიც,აქტიურობის მიუხედავად,ვერ ვიყავით ისე თამამები,როგორც მისი ყოფნის შემთხვევაში ვიქნებოდით.ბურთის დაკარგვის და სწრაფი კონტრშეტევის გვეშინოდა და არც უსაფუძვლოდ.აშკარად გამოჩნდა,რომ დიდი მცდელობის მიუხედავად,პრესინგი,ყოველთვის ვერ მუშაობდა და სახიფათო შეტევები მოდიოდა.წინ წასული ფლანგის მცველები კი,ასეთ ამინდში საიმედოდ ვერ ასწრებდნენ უკან დაბრუნებას.გოლის ეპიზოდში,უკან გამოქცეულს,თავდამსხმელმა კაკაბაძეს ისეთი მანევრი გაუკეთა,რომ ზურგს უკან აღმოჩნდა და კარის მიმართულების დაკეტვა ვეღარ შესძლო.მერე უკან პასი,ქოჩორას პოზიციაზე და გოლიც გავიდა. კარგი იყო ზურიკო,მაგრამ დაცვაში ქოჩორაშვილობას სხვა ვერავინ გასწევს.არ გვყავს,სხვა ასეთივე კლასის საყრდენი და მორჩა!
მომდევნო თამაშებამდე დიდი დროა,არავინ იცის,ვინ როგორ მდგომარეობაში მივა იმ მატჩებისათვის,თუმცა ორი რამე ზუსტად ვიცით:ახლა უკვე ფავორიტის სტატუსი აღარ გვაქვს და მომდევნო თამაშში,დვალი აღარ გვეყოლება. ევროპის ჩემპიონატის წარმატების ფსიქოლოგიურმა აღმაფრენამაც გადაიარა და მიწაზე დაშვებულებმა,მიწიერი მიზნები უნდა დავისახოთ.ამ ჯგუფის შემადგენლობა რომ გავიგე,ვფიქრობდი,რომ ბ ჯგუფში დარჩენას შევძლებდით,რადგან ყველასთან გვქონდა წარმატების შანსი,თუმცა მათზე ძლიერადაც ჩვენს ნაკრებს ვერ ჩავთვლიდით.დღევანდელი მომდგომარეობითაც,ამ მდგომარეობას დავუბრუნდით და ვნახოთ,რა როგორ იქნება.კარგი ბიჭები მოდიან და იქნებ კიდევ ვიღაცამ გაიბრწყინოს.ფაქტია,რომ შემადგენლობას სიღრმე აკლია.კიდევ ერთი სათქმელი ის მაქვს რომ თუნდაც ბოლო ორ თამაშში,ამდენი სტანდარტულიდან,გოლი კი არა,სახიფათო მომენტიც კი ვერ შევქმენით და ამაზე თუ არ ვიმუშავეთ,სულ ასე პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით.მეტოქეს შენი წაქცევისა უნდა ეშინოდეს,კუთხურისა უნდა ეშინოდეს და თუ გნებავთ,კართან ახლოს,აუტზე ბურთის გადაგდებისა უნდა ეშინოდეს,როგორც ჩვენ ჩეხებთან ვიყავით.ჩვენ კი,არათუ კუთხურის,ან ჯარიმის,აუტიდან ბურთის ისე ემოტანასაც ხშირად ვერ ვახერხებთ,რომ საბოლოოდ ბურთი ჩვენ დაგვრჩეს.ბურთის შემომტანი ისე დაუდევრად აგდებს ბურთს,რომ მიმღებს ძალიან უჭირს მისი ერთი შეხებით დამუშავება და არც მაგ დროს პრესინგიდან ბურთის გამოსატანი კომბინაციები გვაქვს დამუშავებული.არა და აშკარად ჩანს,რომ უამრავ გუნდს,ეს ყველაფერი დამუშავებული აქვს და არავითარი პრობლემა არ ექმნება,ბურთის ამოტანაზე.ამ ყველაფერზე,სანიოლი ვერ ამუშავებს გუნდს,კლუბებში თუ არ დაამუშავებენ.სანიოლს,მხოლოდ კონკრეტული თამაშისათვის საჭირო სქემის შემუშავება და შეთავაზება შეუძლია,ფეხბურთელი კი,უკვე წინასწარ უნდა იყოს მზად,მის შესასრულებლად.
სოსო
15:40 15-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული