"მანჩესტერ იუნაიტედს" ანტონის განათხოვრება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბრაზილიელი გარემარბის ანტონის განათხოვრება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანკუნიანელები" ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგიც არ არიან და მზად არიან თავის დროზე 80 მილიონ ევროდ ნაყიდ მოთამაშეს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

ანტონი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2022 წელს, "აიაქსიდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 86 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"მანჩესტერი" ანტონის 100 მილიონად შეიძენს - ვან ბასტენი გაკვირვებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რატო უნდა იყიდო? :))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული