სილვინიო: თანაბარი ჯგუფია და შანსი ბოლომდე ყველას ექნება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა:

„თანაბარი ჯგუფია და ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. სანიოლი აქამდე გუნდს ხუთმცველიანი დაცვით ათამაშებდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების მიზეზი არა ტაქტიკა, არამედ ისაა, რომ ჩვენ მათგან განსხვავებით შანსი გამოვიყენეთ. მოგებით გახარებული ვარ და იმედია, ბოლო ორ საშინაო შეხვედრაშიც მივაღწევთ მიზანს.

სანიოლი კარგად მუშაობს, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ბოლო ორი ტური დაძაბული იქნება. როგორც ვთქვი, ჯგუფში ფავორიტი არ არის. შანსი ბოლომდე ყველას ექნება. ცვლილებები ფეხბურთელების
დაღლილობის გამო გავაკეთე და ამან იმუშავა.

გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო. ეს დასაფასებელია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
დარჩენილ ორ თამაშსაც წავაგებთ და ც ლიგაში გადავალთ. ვიქნებით იქ სადაც არის ჩვენი ადგილი
გია
05:55 15-10-2024
10
ცვლილებები ჩვენც გვჭირდება,მაგ:მიქაუტაძეს და ზივზივაძეს დღეს არაფერი არ გამოსდიოდათ,ასევე ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას,შეტევები ერთხაზოვანი,ადვილად კითხვადი იყო,კრეატიულობა და მრავალმხრივი გამოვლენა სჭირდება ნაკრებს,ევროპირველობა ჩავლილი ტურნირია უკვე,გუნდს"ახალი სისხლი"სჭირდება,ქოჩორაშვილი გამოგვაკლდა და მაშინვე პრობლემების წინაშე დავდეგით,ახლა წარმოვიდგინოთ სამი ან ხუთი ფეხბურთელი რომ დაგვაკლდეს სხვადასხვა მიზეზით,მაშინ რა გზას უნდა დავადგეთ?!..ამიტომ,ოპტიმიზაცია აუცილებელია!
რაფო კაცურიანი
03:43 15-10-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული